გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები განსაკუთრებით ზაფხულში ხდება პრობლემური. რეკომენდაციები იხილეთ ამ სტატიაში

1555

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები განსაკუთრებით ზაფხულში ხდება პრობლემური. რეკომენდაციები იხილეთ ამ სტატიაში

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები სეზონურია. ზაფხულის პერიოდში საკმაოდ აქტუალური ხდება ვენური პათოლოგიები. პაციენტებს, ვისაც აქვთ ქრონიკული ვენური უკმარისობა ან ვარიკოზული დაავადება, მათთან გაზაფხულის პერიოდში თავს იჩენს ხოლმე არტერიული პათოლოგიები და გულის დაავადებები: მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა, ასევე გულის იშემიური დაავადება და სისხლძარღვების სხვადასხვა ტიპის დაავადებები.

როდესაც ტემპერატურა აქტიურად  იმატებს, ვლინდება ვენური პრობლემებიც. ორგანიზმი კარგავს სითხეს, სისხლის მიმოქცევის პროცესში გარკვეული ძვრები ხდება, იწყება სისხლის შედედების პრობლემები.

იმ პაციენტებში, ვისაც ვენური პრობლემემი აქვს, ხდება გამწვავება თრომბოზების, ან კიდურების შეშუპების სახით. ზაფხულში ორგანიზმი ვერ ახერხებს სითხის კარგ რეგულაციას. ამიტომაც არის რეკომენდებული სიცხეში სითხის დიდი რაოდენობით მიღება და ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს.

სითხის არაადეკვატური შემცველობა იწვევს სისხლის შედედების მომატებას, დაბუჟებების შეგრძნებას, სიმძიმეს კიდურებში. არ არის სწორი, როდესაც ადამიანები იღებენ სისხლის გამათხელებელს.

ჯერ საჭიროა სათანადო რაოდენობით სითხის მიღება, იმისათვის, რომ მოხდეს სისხლის „განზავება“. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ შედედებული კისელი, რამდენი გამათხელებელიც არ უნდა ჩავყაროთ, თუ სითხით არ განვაზავეთ, მას არაფერი გაათხელებს.

ასევეა სისხლიც, სითხის მიღება მას გაათხელებს და შესაბამისად პროთრომბინის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბლა დაიწევს. მხოლოდ მას შემდეგ, თუ სითხის მიღება არ შველის, შეგვიძლია მედიკამენტებით დავეხმაროთ.

სისხლის გათხელებაში დაგეხმარებათ შემდეგი რეცეფტები

  • გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას. გამოსწურეთ ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით. თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ. ჭარხლის წვენის მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის ოდენობით.
  • საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, გახლავთ რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.
  • სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ.
  • 2 სადილის კოვზი ჭინჭარი ჩაყარეთ ქვაბში, რომელშიც დუღს 2 ლიტრი წყალი. ადუღეთ 3-5 წუთი და გადმოდგით. ყოველდღე 15.00-დან 19.00-მდე უნდა დალიოთ ეს ნაყენი. კურნალობა გრძელდება 2 კვირა, შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და კურსს იმეორებთ.
Facebook კომენტარები