უჩვეულო და ეფექტური მკურნალობა კაკლის ნაყენით. ნახეთ რომელ დაავადებებს კურნავს.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორი სასარგებლო პროდუქტია კაკალი, მაგრამ ადამიანებმა ნაკლებად იციან, რომ ასევე მრავალ დაავადებას კურნავს კაკლის უღელი, რომელსაც, სამწუხაროდ, კაკლის გარჩევისას, ჩვეულებრივ, ვყრით. ამჯერად კაკლის უღლის დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ.
კაკლის უღელი განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა, ის შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს, მათ შორის C, P, B1, ბეტა-კაროტინს და იუგლონს.
კაკლის უღელს ახასიათებს მიკრობების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შემკვრელი მოქმედება, აძლიერებს ორგანიზმს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. მასში დიდი რაოდენობითაა იოდი, ამიტომ ადამიანის ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად კაკლის უღელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
იოდის ნაკლებობა კი, შესაძლოა, ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორიცაა ბაზედოვის დაავადება (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი), ჩიყვი, მასტოპათია, ადენომა, მიომა, იმუნიტეტის დაქვეითება.
კაკლის უღლისგან სპირტზე ამზადებენ ნაყენს, რომელიც კარგია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რადიკულიტი და ტკივილი სახსრებში, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი, ნევროზი.
გარკვეული რეცეპტით მომზადებულ ნაყენს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ის ეფექტურია ჭრილობების, ნაკაწრების დამუშავებისა და კანის სხვა დაავადებების დროს, ასევე კონიუნქტივიტის, თვალის სხვა, ინფექციებით გამოწვეული დაავადებების დროს.
ათეროსკლეროზის, გულის არითმიის დროს: ქილა გაავსეთ კაკლის უღლით, დაასხით არაყი ისე, რომ უღელი დაიფაროს. შვიდი დღის განმავლობაში შეინახეთ ბნელ ადგილზე. მიღების წესი: გახსენით 30 წვეთი ნაყენი 200 გრამ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ.
• შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის: ამისთვის სპეციალური ნაყენი გამოიყენება. დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით არაყი და ერთი კვირა გააჩერეთ. მიღების წესი: 5 წვეთი ნაყენი ცოტაოდენ წყალში გახსენით და მიიღეთ დღეში ერთხელ, ჯობს – უზმოზე. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 21 დღიდან სამ თვემდე გრძელდება.
• რადიკულიტის სამკურნალოდ: მინის ჭურჭელში მოათავსეთ დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი, დაამატეთ 100–150 გრამი არაყი. გააჩერეთ ორი კვირა. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.
• უძილობის, ნევროზების სამკურნალოდ: დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი აურიეთ 250 გრამ არაყში. გააჩერეთ ორი კვირა, შემდეგ მიიღეთ დღეში სამჯერ 25–25 წვეთი.