D ვიტამინის მიღების წყარო, როცა მხოლოდ მზის სხივები არ კმარა
ზაფხულში მზეზე 10-15 წუთით ყოფნა საკმარისია, რომ D ვიტამინის დღიური დოზა მიიღოთ. აი, შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულის პირველ ნახევარში ასე ვერ გამოძვრებით: ამ ვიტამინის აუცილებელი 400-600 ME (საერთაშორისო ერთეული) რომ მიიღოთ, სხვა წყარო უნდა გამოიყენოთ.
ამ სტატიაში გთავაზობთ მარტივ პროდუქტებს, რომელთა დახმარებით D ვიტამინის დღიურ ნორმას მიიღებთ. ასევე ძლიერი ჯანმრთელობის და ენერგიის მაღალი დონის შენარჩუნებას შეძლებთ.
სოკო
მხოლოდ 100 გრ სოკო შეიცავს საკმარის D ვიტამინს, რომ დღიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილოთ. ასე, რომ თქვენს კერძებს დაუმატეთ ან დამოუკიდებლად მიირთვით.
ორაგული
„ველური“ ორაგული ამ სასარგებლო ვიტამინის შემცველობით უდავო ჩემპიონია. საკმარისია, კვირაში ამ თევზის 2 ულუფა მიიღოთ, რომ „მზის“ ვიტამინის აუცილებელი დონე შეინარჩუნოთ.
პალტუსი
100 გრ პალტუსი D ვიტამინის დღიური ნორმის 250%–ს შეიცავს. ასევე, თევზი მდიდარია სასარგებლო ცხიმიანი მჟავებით, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
კრევეტები
100 გრ კრევეტი D ვიტამინის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს. მთავარია, ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სასარგებლო ზღვის პროდუქტში ზედმეტად ბევრი მარილი არ იყოს – ჭარბი ნატრიუმი გულის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
კვერცხი
ქათმის კვერცხით D ვიტამინის დღიური ნორმის სრულად მიღებას ვერ შეძლებთ, რადგან 1 კვერცხი ამ ვიტამინის მხოლოდ 4%–ს შეიცავს. თუმცა დანამატის სახით აუცილებელია. კვერცხით დილის დაწყება საუზმის ერთ–ერთი ჯანსაღი ვარიანტია.
ყველი
100 გრ ყველი D ვიტამინის დღიური ნორმის 3%–ს შეიცავს. ყველის რეგულარული მოხმარება ინსულტის რისკს ამცირებს და გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას მხარს უჭერს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.