ოსტეოქონდროზის მკურნალობა ხალხური მეთოდით
ოსტეოქონდროზს უწოდებენ ხერხემლის დაავადებას, რომლის დროსაც შეიმჩნევა დეგენერატული ცვლილებები ხერხემლის მალებსა და მალებს შორის არსებულ დისკებზე.
იმის მიხედვით თუ სად არის ლოკალიზებული დაავადება, ოსტეოქონდროზი შეიძლება იყოს კისრის, გულ-მკერდის, წელის და მენჯის არეში გავაზე.
ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზები
ოსტეოქონდროზის წარმოქმნის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არის რიგიფაქტორები, რომლებიც უწყობენ ხელს მის განვითარებას.
კერძოდ:
- ხერხემლის ტრავმები.
- ხერხემლის დგომის დარღვევები.
- მემკვიდრეობითი ფაქტორი - ახლო ნათესავებში ოსტეოქონდროზის არსებობა ზრდის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკს.
- ბრტყელტერფიანობა.
- მეტაბოლიზმის დარღვევა.
- გამუდმებული დატვირთვა ხერხემალზე.
- მძიმე ფიზიკური სამუშაო.
- ჭარბი წონა.
- ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესი.
- ქრონიკული ინფექციური დაავადებები.
დაავადების ძირითად კლინიკურ გამოვლინებად ითვლება.
ძლიერი ტკივილი ხერხემლის არეში, რომლის გაყუჩებაც დროდადრო მხოლოდ მედიკამენტებით არის შესაძლებელი.
- კუნთების სპაზმები.
- კიდურების დაბუჟება.
- კიდურებში ტეხვის შეგრძნება; თავის ტკივილი, რომლებიც იწყება თავის თხემიდან და ვრცელდება შუბლის მიმართულებით.
- ხერხემლის არტერიის სინდრომი.
- ტკივილები კისრის არეში, რომლებიც ძლიერდება მოძრაობის დროს.
- თავბრუსხვევა, ზოგჯერ გონების დაკარგვაც.
- ფერადი ლაქები და სილურჯე თვალის არეში.
- ტკივილები გულ-მკერდის არეში.
- სიცივე ქვედა კიდურებში.
- ჭვალი ზურგის არეში.
- ნეკნებსშორისი ნევრალგია.
- მარილების დაგროვება.
- კანის სიმშრალე და აქერცვლა.
- არტერიული სპაზმები.
ოსტეოქონდროზი ძნელად იკურნება. გთავაზობთ საინტერესო რეცეპტს, რომლის გამოყენებისას რამდენიმე წლით დაივიწყებთ ტკივილს.
დაგჭირდებათ არარაფინირებული მცენარეული ზეთი (რომელსაც გააჩნია სუნი) და წვრილი მარილი (შეიძლება ზღვის). წამალი მზადდება ერთბაშად მთლიანი კურსის: 10 სუფრის კოვზ მარილს დაუმატეთ 20 სუფრის კოვზი ზეთი, კარგად აურიეთ მარილის გახსნამდე და დატოვეთ. რამდენიმე დღეში დადგება მარილის და ზეთის თეთრი მასა.
ყოველდღე შეიზილეთ კისრის მალებში ენერგიული მასაჟური მოძრაობებით. თავიდან - 2-3 წუთი და შემდეგ თანდათან გაზარდეთ 20 წუთამდე. მასაჟის დამთავრების შემდეგ დაიზილეთ კისერი კარგად გაწურული ცხელი დოლბანდით.
8-10 პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებას, გარდა ამისა გაგიუმჯობესდებათ მხედველობა. ასეთი მარილიანი მასაჟის დროს კანი ცოტათი ცვდება, მაგრამ თანდათან პროცედურების დამთავრების შემდეგ მალე აღდგება.