ცხენის წაბლის გამაოგნებელი მალამო ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

2020

ცხენის წაბლის გამაოგნებელი მალამო ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის:

  • ცხენის წაბლი
  • დინდგელი (პროპოლისი)
  • ცვილი (თაფლის სანთელი)
  • სელის ნატურალური ზეთი (ცივად გამოწურული).

ყველა მოცემული ინგრედიენტიუნდ შეურიოთ, შეათბობთ რომ გახდეს ერთგვაროვანი მასა.  მალამოს აქვს ღია ყავისფერი ფერი. აქვს დინდგელის და თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი.

ცხენისწაბლას მალამოს სასარგებლო თვისებები: 

ცხენისწაბლას შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აქვევითებს სისხლის შედედების უნარს, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ასევე ამაგრებს ვენების და კაპილარების კედლებს. ორგანიზმს ეხმარება უკვე წარმოქმნილი თრომბების გაწოვაში.

თრომბოფლებიტის დროს პაციენტებს უმცირებს ტკივილს და შეშუპებას. დაავადებულ ადგილებში მცირდება ანთებითი პროცესები. ამიტომ მალამოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ვენების ვარიკოზული გაფართოვების მკურნალობის დროს.

პროპოლისი (დინდგელი) წარმოადგენს ფუტკრების მიერ შექმნილ უნიკალურ პროდუქტს. ის ძალიან მდიდარია ნივთიერებებით, როგორც კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს ვენების და კაპილარების ჯანმრთელობაზე.

მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სისხლძარღვებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები ვენებში და სისხლძარღვებში. ცვილი ამარაგებს ვენებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

მალამოს შემადგენლობაში შემავალ ცხენისწაბლას სამკურნალო მოქმედებას აძლიერებს დანარჩენი კომპონენტეპი, რადგან ისინი  გაერთიანებულად ებრძვიან სისხლძარღვებში და კაპილარებში მიმდინარე უარყოფით პროცესებს.

მალამო გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  1. ვენების ვარიკოზული გაფართოვება.
  2. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები.
  3. თრომბოფლებიტი.
  4. სახსრების ანთება (ართრიტი).
  5. პოლიართრიტი.
  6. სისხლჩაქცევები.
  7. დაჟეჟილობები.

ცხენისწაბლას მალამოს გამოყენების წესი : 
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები