სალბი კლიმაქსის დროს უებარი საშუალებაა

988

სალბი კლიმაქსის დროს უებარი საშუალებაა

კლიმაქსი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს კიბეს ანუ საფეხურს. რეალურად ეს ტერმინი იხმარება გარდამავალი პერიოდის აღსანიშნავად რეპროდუქციულ პერიოდსა და სიბერეს შორის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალის რეპროდუქციული ასაკი 15-დან 49 წლამდეა განსაზღვრული.

კლიმაქსის დასაწყისზე მიუთითებს მესტრუალური ციკლის დარღვევა, მაგრამ თვითონ კლიმაქსის ყველზე მნიშვნელოვანი მოვლენა მესტრუაციის შეწყვეტაა, რომელსაც ქალების შემთხვევაში მენოპაუზა ჰქვია. მენოპაუზას ასაკი ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალო ასაკად 51 წელი მიიჩნევა.

კლიმაქსის პირველი ნიშანი ისაა, რომ საკვერცხეები ნელ-ნელა ამცირებენ მუშაობის ტემპს, რის გამოც მცირდება მათ მიერ გამომუშავებული ორი მნიშვნელოვანი ჰორმონის, ესტრადიოლიის და პროგესტერონის კონცენტრაცია. გარდა იმისა, რომ ეს ორი ჰორმონი აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს, ისინი ასევე მონაწილეობენ ქალის ორგანიზმის სხვა მნიშვნელოვანი სისტემების მუშაობაში. მაგალითად ისეთების, როგორიცაა: გულსისხლძარღვთა სისტემა, ტემპერატურის რეგულაცია, ძვალსახსროვანი, კუნთოვანი სისტემა.

ესტროგენისა და პროგესტერონის კონცენტრაციის შემცირების შედეგად, ძირითადად, სამი სახეობის სიმპტომი ჩნდება: ვაზომოტორული, ფსიქოლოგიური და შარდსასქესო.

ვაზომოტორული სიმპტომები:

წამოხურება, ალები, ოფლიანობა, ფხიზელი ძილი, უძილობა, წელის, სახსრების, კუნთების ტკივილი.

ფსიქოლოგიური სიმპტომები:

ნერვული აშლილობა, ხასიათის ცვალებადობა, თითქმის უმიზეზოდ უცებ ცუდ ხასიათზე დადგომა. ხშირია დეპრესიული მომენტები. ქალებს აქვთ შეგრძნება, თითქოს მიტოვებულები არიან. დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა, უქრებათ სექსუალური ცხოვრების სურვილი. ზოგიერთი კვლევით, ამ მდგომარეობაში მყოფ ქალებს სიცოცხლეც აღარ უნდათ.

შარდსასქესო სიმპტომები

შარდვის შეუკავებლობა, ხშირი შარდვა, საშოს წვა, სიმშრალე, ტკივილი სექსუალური კავშირის დროს.
ეს გახლავთ პერემენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდებისთვის დამახასიათებელი სამი ჯგუფის სიმპტომები, რომელთაც "მენოპაუზალურ სიმპტომებს" უწოდებენ.

შესანიშნავია ამ პერიოდში სალბის გამოყენება.

იხილეთ რეცეფტი: 

აიღეთ 1 ს. კ. მშრალი, დაქუცმაცებული სალბი (ბალახი), დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და კიდევ 1-2 წუთი ადუღეთ. სვით ჩვეულებრივ ჩაისავით ჭამის დროს - დილით, ნაშუადღევს და საღამოს.

მკურნალობის კურსი 12-15 დღეა. კურსის შემდეგ საჭიროა 1-2-კვირიანი შესვენება, მერე კი შეგიძლიათ მკურნალობა განაგრძოთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia