აი რა გიშველით ძლიერი ხველის დროს! 

1020

აი რა გიშველით ძლიერი ხველის დროს! 

1. აურიეთ მარილი და თაფლი 1:1 თანაფარდობით. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ მდუღარე წყალში და მაშინვე წაუსვით მარილისა და თაფლის ნაზავი. ცხელი დაიდეთ ზურგის ან მკერდის მიდამოებში, ოღონდ არა გულის არეში.

ზევიდან დაიფარეთ პოლიეთილენით და შეიხვიეთ თბილად. გარკვეული დროის შემდეგ კომბოსტოს აღება შეიძლება, რადგან სამკურნალო ნაზავი კანმა უკვე შეიწოვა.

2. ძლიერი ხველებისას სუნთქვის შემსუბუქებას ძალიან ეხმარება მსხალი – მურაბის ან გამომცხვარი სახით. კარგია მსხლის ჩირის ნახარშიც. ის დაბლა სწევს ტემპერატურას და ავადმყოფს წყურვილს უკლავს. ერთ ჭიქა მსხლის ჩირს დაასხით 500 მილიგრამი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.

გააჩერეთ თბილად შეფუთული 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, სასურველია, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

3. 10 ცალი ფინიკის ნაყოფი 500 მილიგრამ წყალთან ერთად ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ცხელი. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად 7-8 ცალი ფინიკის ნაყოფი ადუღოთ რძეში (200 მილიგრამი).

4.  საოცარი საშუალება ხველების დროს – ესაა ქიშმიში. 30 მილიგრამ ქიშმიშს დაასხით ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. ძილის წინ მიიღეთ ქიშმიში და მიაყოლეთ რძე.

5. გახეხეთ ვაშლი, ხახვი, დაუმატეთ თაფლი. პროპორციებია 2:1:2. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 4-7-ჯერ დღეში, თბილი სახით.

6. წვრილად დაჭერით 10 ცალი ხახვი და ერთი თავი ნიორი. ადუღეთ 500 მილიგრამ რძესთან ერთად, სანამ ხახვი და ნიორი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ თაფლი და პიტნა. გააჩერეთ ერთი საათი და კარგად გადაწურეთ. მიიღეთ დღეში რამდენიმე სუფრის კოვზი.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები