ამ მეთოდით გიცდიათ ძვლების და სახსრების მორჩენა?

1354

ამ მეთოდით გიცდიათ ძვლების და სახსრების მორჩენა?

სახსრების ტკივილს თან შფოთვა და აქტივობის შემცირება ახლავს. ეს პრობლემა დიდი ხანია აქტუალური რჩება, ამიტომ ადამიანს მასთან შეგუება ან მტკივნეული სინდრომის ადგილობრივად მოშორება უწევს.

პრობლემის მოგვარების მეთოდის არჩევის დროს რამდენიმე რეცეპტს ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ართრიტის საწინააღმდეგო ნარევი
  • ნაყენი ძმრით
  • შავი ბოლოკის მალამო

თითოეულის მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ. ასე რომ, დეტალურად შეისწავლეთ და სახსრების მკურნალობას შეუდექით.

ართრიტის საწინააღმდეგო ნარევი

ართული შემადგენლობა, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებს უმკლავდება. მისი მიღება ტკივილის სწრაფად შემსუბუქებას და ტანჯვის გაქრობას იწვევს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • წყლის იელის ყლორტები
  • კრაზანა
  • წითელი მოცვის ფოთლები
  • ქაფურა
  • სელის თესლი
  • ჭინჭარი
  • პიტნა
  • ორკბილა

ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით აურიეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 დღე დააყენეთ. მიღებული ნაყენი სახსრების ტკივილს გარანტირებულად მოგაშორებთ. თუ დღეში 4-5-ჯერ გამოიყენებთ, ყველა სიმპტომს გაუმკლავდებით.

ნაყენი ძმრით

ნაყენი ძმრით რთული საშუალებაა. მისი მომზადების დროს ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობა უნდა აიღოთ, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჩ/კ თაფლი

ხალხური საშუალება დღეში 3-ჯერ, 20 დღის განმავლობაში გამოიყენება. ის კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ სამკურნალო კურსი წელიწადში 3-ჯერ მეორდება. ამის შემდეგ სახსრების ტკივილი გაქრება.

შავი ბოლოკის მალამო

თუ ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებათ, სჯობს ხელთ უბრალო მალამო გქონდეთ. მის კომპონენტებს ყველას სახლში იპოვით, ამიტომ მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს.

შემადგენლობაში შედის:

  • 1 ჭიქა შავი ბოლოკის წვენი
  • 150 გრ თაფლი
  • ნახევარი ჭიქა არაყი
  • 15 გრ მარილი
  • შავი ბოლოკი

მორევის შემდეგ სქელი ფაფა გამოვა, რომელიც მტკივნეულ ადგილას უნდა შეიზილოთ. ის სწრაფად მოქმედებს და ადამიანს ნორმალურ მდგომარეობას უბრუნებს.

სახსრების სამკურნალოდ ხალხური საშუალება სიმპტომებს მოგაშორებთ. ასეთი რეცეპტების გამოყენება უფრო მომგებიანია, რადგან იაფი ინგრედიენტი დიდ დანახარჯს არ მოითხოვს. მათ მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ მარტივად.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები