ძმარი სახის კანისთვის
ვაშლის ძმარი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც მჟავასაც შეიცავს და პეპტიდებსაც, რომლებიც დადებითად მოქმედებენ სახის კანზე.
სახის კანზე ძმრის სუფთა სახით დატანა არ შეიძლება, ამიტომ ჩემი მეგობარი ტონიკს თავისი ხელით ამზადებს. ამისთვის ის 3 ს.კ წყალს და 1 ს.კ ძმარს აზავებს. წყალი ანადუღარი და გაცივებული უნდა იყოს.
ეს ტონიკი უნივერსალურია და სახის ნებისმიერ ტიპს უხდება. შეიცავს ისეთ მჟავებს რომლებიც კანის pH დონეს არეგულირებს. გარდა ამისა ეს საშუალება კანის მდგომარეობას მაშინაც აუმჯობესებს თუ მასზე პიგმენტური ლაქები და გამონაყარი გაქვთ.
ბოლო პუნქტმა განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან პოსტ-აკნეს მდგომარეობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. გაითვალსიწინეთ, რომ შედეგი პირველივე მოხმარებისთანავე არ გექნებათ, თუმცა რეგულარული გამოყენების შემთხვევაში დადებითი შედეგი თვალსაჩინო გახდება.
კანის ინდივიდუალური მახასიათებლებიც ნუ დაგავიწყდებათ, ჯერ შეამოწმეთ ძმარზე ალერგია ხომ არ გაქვთ. ამისთვის ცოტაოდენი ტონიკი მაჯაზე წაისვით, თუ 5 წუთის შემეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება ე.ი. ამ ტონიკის გამოყენება თამამად შეგიძლიათ.
როგორ დავიტანოთ ტონიკი
ტონიკის დასატანად ბამბის 1 დისკი დაგჭირდებათ. ჯერ დისკი 2 ნაწილად გაყავით, შემდეგ ტონიკში დაასველეთ. სახის გაწმენდა საფეთქლებისკენ დაიწყეთ. შემდეგ ცხვირის ცენტრიდან ლოყებისა და შუბლის მიმართულებით დაიწყეთ წმენდა. ბოლოს კი სახე ნიკაპიდან კისრისკენ მიმართულებით გაიწმინდეთ.
გაყინული ტონიკი
მზა საშუალება ყინულის ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ, დილაობით თითო კუბი აიღეთ და სახე გაწმინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის ჩატარების რეკომენდაციას ყველა კოსმეტოლოგი არ იძლევა, ეს განსაკუთრებით კაპილარებიანი სახის მქონეთ ეხებათ. ამიტომ ყურადრება მიაქციეთ თქვენს კანს და გაყინული ტონიკი მხოლოდ რიგ შემთხვევებში გამოიყენეთ.
სახლში დაზადებულ ტონიკს ძალიან დადებითი შეფასებები აქვს, მისი გამოყენების შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.