აი რა იწვევს კანის გაცხიმიანებას

497

აი რა იწვევს კანის გაცხიმიანებას

ამ საუკუნში ცხმიანი კანი ყოველ მეორე ადამიანს აქვს, რაც ძალიან დიდ დიაკომფორტს ქმნის. ამ სტატიაში მოცემულია რამ შეიძლება განაპირობოს კანის გაქცხიმიანება.

ცხიმიან კანი საკმაოდ პრობლემატურია ამიტომ მას კარგი მოვლა ესაჭიროება. გარდა გენეტიკურისა მას შეიცლება სხვადასხვა გამომწვევი მიზეზებიც ქონდეს.

ჰორმონალური დისბალანსი

ჰორმონალურ დისბალანსს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობას იწვევს, ამის შედეგად კი მეტი ცხმი გამოიყოფა. როდესაც ცხიმოვანი ჯირკვალი ნორმაშია ის კანს იცავს დაბინძურებისგან. ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება კონტრაცეპტივების მიღებით, რაციონის დარღვევით, ზედმეტად აქტიური ან პირიქით არასაკმარისი ფიზიკური დატვირთის შედეგად განვითარდეს. თუ ჰორმონალური დისბალანსის ნიშნებს შენიშნავთ ტქვენს თავს აუცილებელად მიმართეთ ნედოკრინოლოგს.

რძის პროდუქტების სიჭარბე რაციონში

რძის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის: წლების მანძილზე ვკარგავთ კალცს, რძის პროდუქტები კი დეფიციტს გვივსებს. თ ბოლო დროს ამჩნევთ, რომ თქვენი კანი უფრო ცხიმიანი გახდა ვიდრე ჩვეულბრივ, იქნებ დროა რძის, ყველისა და ხაჭოს მიღება შეზღუდოთ.

არასწორი მოვლა

ცხიმიან კანს მშრალ კანზე მეტი მოვლა ესაჭიროება, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები. ზედმეტად ცხიმიანი და მძიმე დამატენიანებელი კრემი არ გამოგადგებათ, აირჩიეთ უფრო მსუბუქი საშუალებები რომელთა შემადგენლობაშის ცხიმები არ შედის.

ვიტამინების მიღება

ექიმები ვიტამინებისა და დანამატების მიღებას სიფრთხილით უდგებიან, თუ პოლივიტამინებს იღებთ გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინების კომპლექსი რომელთა შემადგენლობაშიც В ვიტამინებია – ნეგატიურ გავლენას ახდენენ კანზე. შესაბამისად მათ მომატებული ცხიიანობისა და მუწუკების გაჩენაც შეუძლიათ.

სტრესი

როდესაც სტრესის ქვეშ ვართ, სისხლში კორტიზოლის მომატებული დოზა გამომუშავდება, იზრდება ცხიმის გამომუშავებაც და ამას მუწუკებისა და კანის მომატებული ცხიმიანობის გაჩენა ერთვის.

არასწორი მაკიაჟი

არასწორი – ანუ მაკიაჟი რომელიც ფორებს ბიდნავს. ქალები რომლებსაც პრობლემური კანი აქვთ, ცდილობენ ისეთი მაკიაჟი შეარჩიონ, რომლებიც ამ პრობლემურ ადგილებს გადაფარავენ. ეფექტი კი სრულიად საწინააღმდეგოა: მძიმე მაკიაჟი კანის ცხიმის გამომუშავებას ასტიმულირებს და დახურული ფორების გამო ანთებითი პროცესი და ახალი მუწუკები ჩნდება. აჯობებს უპირატესობა მსუბუქ საშუალებებს მიანიჭოთ.

წყლის უკმარისობა

რაც უფრო ნაკლებ წყალს სვამთ, მით უფრო მეტი ცხიმი გამოიყოფა კანზე, რადგან ის სითხის უკმარისობის კომპენსირებას ახდენს.

frenis kompensacia
frenis kompensacia