დაიჭიმეთ სახის კანი სახლში – 5 წუთიანი გასაგიჟებელი მეთოდით
მოშვებული და მოდუნებული კანი, რომელსაც თან ახლავს ნაოჭებიც, ქალებისთვის დისკომფორტს წარმოადგენს. თუ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემას მხოლოდ ძვირადღირებული პლასტიკური ჩარევები მოგიგვარებთ და ამის გამო ხელი გაქვთ ჩაქნეული, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
საბედნიეროდ, ბუნებაში არსებობს ნატურალური პროდუქტები, რომლებიც შესანიშნავ ეფექტს ახდენენ კანზე. ხალხური მედიცინა ასეთ პროდუქტებს იკვლევს, მათგან ქმნის რეცეპტებს და შემდეგ ჩვენ გვთავაზობს მათ.
დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ რეცეპტზე გიამბობთ და გასწავლით, თუ როგორ შეგიძლიათ კანის გაახალგაზრდავება სახლის პირობებში.
ეს საოცარი ნიღაბი პირველი ცდის შემდეგ დაგანახებთ ეფექტს და ის პლასტიკური ოპერაციის შემცვლელიც კი გახდება.
საჭირო ინგრედიენტებია:
- 1 კვერცხის ცილა
- 1/2 ჩ. კ. ლიმონის წვენი
- 1/2 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი
მომზადების ინსტრუქცია:
1. პირველ რიგში უნდა გააცალკევოთ საშუალო სიდიდის კვერცხის ცილა და გული.
2. ჩადეთ ცილა ღრმა თასში და თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სქელ ქაფს.
3. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი ქოქოსის ზეთთან ერთად და გააგრძელეთ თქვეფა.
4. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე ქვევიდან ზევით მიმართული მოძრაობით და დაიტოვეთ ნიღაბი 5-10 წუთის განმავლობაში მანამდე, სანამ იგი არ გახმება. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭირო იქნება ასეთი პროცედურის კვირაში ორჯერ ჩატარება.
სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეცეპტს თავისი კანის მოსავლელად იყენებდა ავსტრალიელი მოდელი, ელე მაკფერსონი, დღეს კი 57 წლის ასაკში ის ასე გამოიყურება: