თავის დროზე, ეს მონეტები შეზღუდული ტირაჟით ან დეფექტით გამოუშვეს და რომელიღაც, იმ დროისთვის ღირსშესანიშნავ მოვლენას უძღვნეს. წლების განმავლობაში მონეტების ფასმა მოიმატა და მათზე კოლექციონერებმა ნადირობა დაიწყეს. აი, ჩამონათვალი…
1. გერმანიის 2 ევრო
2008 წელს გამოშვებულ მონეტებში შეცდომა გაეპარათ. მონეტაზე ევროკავშირში შემავალი 15 ქვეყანა საზღვრების გარეშეა ასახული. დაწუნებული 30.000 ეგზემპლარი ამჟამად კოლექციონერების დიდი მოთხოვნით სარგებლობს და საკმაოდ ძვირი ღირს.
2. ესპანეთის 2 ევრო
ვალუტის 10 წლის იუბილეზე გამოშვებულ მონეტებზე ვარსკვლავები ასიმეტრიულადაა განლაგებული. 8-მილიონიანი ტირაჟიდან 100 000 მონეტას დეფექტი აღმოაჩნდა. კოლექციონერებში სწორედ ეს მონეტები სარგებლობს ყველაზე
დიდი მოთხოვნით.
3. ვატიკანის 2 ევრო
ეს მონეტა ვატიკანის დაარსების იუბილესთვის გამოუშვეს. მისი ტირაჟი შეზღუდული იყო და მხოლოდ 85 000 ეგზემპლარით განისაზღვრა. კოლექციონერების თქმით, მონეტის ფასი დაახლოებით 100 ევროა.
4. ფინეთის 2 ევრო
2004 წელს გამოშვებული მონეტის ღირებულება, დაახლოებით, 60 ევროა. მონეტის ასეთი, შედარებით დაბალი ფასი დიდი ტირაჟითაა გამოწვეული – ბრუნვაში 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარია.
5. გრეის კელის პატივსაცემად გამოშვებული 2 ევრო
ეს მონეტა ბრუნვაში 2007 წელს შევიდა და 600-დან 1000 ევრომდე ღირს. მისი ტირაჟი მხოლოდ 20 000-ია.
6. სან-მარინოს 2 ევრო
2005 წელს გამოშვებული მონეტის ტირაჟი 130 000 ერთეულია, თითოეული მონეტის ფასი კი 120 000 ევროს აღწევს!
7. 1 ცენტი. იტალია
2002 წელს იტალიაში 1-ცენტიანი მონეტა გამოუშვეს. მისი ფასი ამჟამად 6000 ევრო!