სისხლის გათხელება ამ პროდუქტებით ყველაზე მარტივია

2738

სისხლის გათხელება ამ პროდუქტებით ყველაზე მარტივია

  1. სისხლის გათხელებაში დაგეხმარებათ შტოშის, ჟოლოს და ქაცვის კენკრა.
  2. ნიორი სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. ნივრის მიღებას თრომბის ნახევრად გაწოვა შეუძლია.
  3. არტიშოკი სისხლის სიბლანტეს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
  4. ასევე სისხლს კარგად ათხელებს ზეითუნის ზეთი.
  5. ლიმონი უნიკალური და ხელმისაწვდომი ხილია, რომელიც საკვებად და კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება. ეს ხილი რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ.
  6. სისხლს კარგად ათხელებს გრეიფრუტიც. ითვლება, რომ მას ასპირინის მსგავსი მოქმედება აქვს.
  7. სისხლის გასათხელებლად 1 ს/კ სელის თესლი ყოველდღე მიიღეთ. ის ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლს ათხელებს.
  8. გახსოვდეთ, რომ K ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება სჯობს შეამციროთ.
  9. სასურველი ეფექტის მისაღებად სჯობს სამკურნალო პრეპარატები გამოიყენოთ. სამკურნალო საშუალებებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ „თრომბო–ასი“, მალამო „გეპარინი, ლიოტონ-გელი. გამოყენების წინ დიაგნოზის და მკურნალობის მეთოდის შესახებ ექიმს მიმართეთ. თვითმკურნალობა და სისხლი შეუთავსებლები არიან!
  10. ბევრი შტოშის წვენი დალიეთ. თესლი, ჭარხალი, კაკაო მიირთვით.
  11. სქელი სისხლი ნიშნავს იმას, რომ სისხლის სიბლანტე გაზრდილია. ამაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.
  12. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება სასარგებლოა (პომიდორი, ჟოლო, შტოში, მწვანე ჩაი). ისინი გამოდევნიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც სისხლის სიბლანტეს ზრდიან.
  13. უცვლელი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 შემცველი პროდუქტები სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. განსაკუთრებით, ბევრი რაოდენობით გვხდება თევზში (კერძოდ, თევზის ქონში) და ბოსტნეულში. თევზის ქონი გონებრივ შესაძლებლობას ზრდის და ქოლესტერინს გამოდევნის ორგანიზმიდან.
  14. ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია ვაშლის ძმარი. 1 ს/კ ვაშლის ძმარი 200 მლ წყალში გააზავეთ და დღეში ერთხელ დალიეთ. 7 დღიანი კურსის შემდეგ შედეგს დაინახავთ.
  15. სისხლის გათხელებას ხელს უწყობს ასპირინი, რომელშიც სალიცილის მჟავა შედის. სალიცილის გლიკოზიდები და ეთერზეთები გვხდება ჟოლოში, მაყვალში, ასევე ბევრი სახეობის ტირიფის ქერქში.
  16. სისხლის შედედების შესამცირებლად კვების რაციონი უნდა შეცვალოთ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ. ასევე ცხიმების და ცილების მიღება შეამცირეთ.
  17. თრომბოფლებიტის დროს სასარგებლოა კოჭა, ნესვი, ანანასი, საზამთრო, ხახვი, დარიჩინი. სოიოს, ასკილის, ლობიოს და ბანანის მიღება შეზღუდეთ.
  18. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბროწეულის კონიაკი ღამით და ბროწეულის წვენი. თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია აქვთ, ჩვეულებრივი ასპირინი მიიღეთ. კარგად შემოწმებული საშუალებაა. დღეში ¼ აბის მიღებით დაიწყეთ.
Facebook კომენტარები