როგორ მოვიცილოთ ზურგზე მტკივნეული და უსიამოვნო გამონაყარი?

733

როგორ მოვიცილოთ ზურგზე მტკივნეული და უსიამოვნო გამონაყარი?

რატომ ჩნდება გამონაყარი ზურგზე? 

ამ პრობლემას შეიძლება ჰქონდეს 2 მიზეზი: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი მიზეზით გამონაყარს იწვევს ჰიგიენის ნორმების დარღვევა, არასწორად შერჩეული ტანსაცმელი ან ცუდი ეკოლოგია. ჩვეულებრივ, შინაგანი მიზეზი ენდოკრინულ სისტემას, მედიკამენტების გვერდით ეფექტებს, ასევე სტრესს და კვების დარღვევას უკავშირდება.

ზურგზე აკნეს გაჩენის გარეგანი მიზეზები:

  • არასაკმარისი ჰიგიენა – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ბეჭების მიდამოებში ბევრი ცხიმოვანი ჯირკვალია განლაგებული, რის გამოც აკნეს გამომწვევი ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან. თუ ამ ადგილს არასაკმარისად კარგად ან პირიქით, ზედმეტად აქტიურად გაწმენდ (თუ კანის ბუნებრივ ცხიმს მოიშორებთ, კანის ცხიმი გაორმაგებული სიჩქარით იწარმოება), ბაქტერიები გამრავლდება და აკნე გაჩნდება.
  • შეუსაბამო ტანსაცმელი: სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელი, ასევე ძალიან ვიწრო ტანსაცმელი ოფლდენას აძლიერებს, რის გამოც ბაქტერიები და აკნე ჩნდება.
  • გრძელ თმაზე არასწორი მოვლა: გრძელი თმა, რომელსაც ხშირად არ იბანთ, შეიძლება ზურგზე გამონაყარის გაჩენის მიზეზი გახდეს. თუმცა თმის ზედმეტად დაბანაც შეიძლება აკნეს გამომწვევი გახდეს: ჭუჭყიანი წყალი და შამპუნი, რომლებიც ზურგზე წვეთავს, ფორებს ახშობს და შეიძლება აკნე გამოიწვიოს.
  • არასწორი მაკიაჟი: როგორც სახეზე აკნეს გაჩენის შემთხვევაში, კოსმეტიკამ, რომელიც პირადად თქვენ არ გიხდებათ, შეიძლება კანის გაღიზიანება და ზურგზე გამონაყარი გამოიწვიოს.

ზურგზე გამონაყარის შინაგანი მიზეზები:

  • გენეტიკა: თუ თქვენს დედას ან მამას მსგავსი პრობლემა ჰქონდათ, დიდი ალბათობით ზურგზე გამონაყარის გაჩენას თქვენც შეეჯახებით.
  • კვება: აკნეს გაჩენის, მათ შორის ზურგზე, ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია არასწორი კვება. რაციონი, რომელიც ცხიმოვანი საკვებით, მარტივი ნახშირწყლებით, ასევე შაქრით მდიდარია, აკნეს განვითარებას იწვევს.
  • სტრესი: ძლიერმა ემოციურმა გადატვირთვამ შეიძლება ენდოკრინულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს და გამონაყარი გამოიწვიოს.
  • შინაგანი ორგანოების დაავადებები: დიაბეტი, ღვიძლის, შარდ–სასქესო სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების და ენდოკრინული სისტემის დარღვევა.

როგორ მოვიშოროთ ზურგზე გამონაყარი

თუ ზურგზე გამონაყარი გაქვთ, შეგიძლიათ მას დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ. ამისთვის:

  • მიიღეთ შხაპი: ყოველი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ასევე ღამით. შეგიძლიათ ანტიბაქტერიული სველი სალფეთქი გამოიყენოთ.
  • ანტიბაქტერიულ ჰიგიენურ საშუალებებზე გადადით:

დერმატოლოგები ანტიბაქტერიული შხაპგელის ან საპნის ყოველდღე და რეგულარულად გამოყენებას არ გირჩევთ, მაგრამ თუ ზურგზე აკნე გაქვთ, შეგიძლიათ დროებით ასეთ დასაბან საშუალებებზე გადახვიდეთ.

  • გრძელი თმის ვარცხნილობაზე უარი თქვით: შეგიძლიათ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ და თმა მოკლეზე შეიჭრათ, ან მაღლა შეიკარით. მთავარია, რომ თმის და ზურგის კანის კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოთ.
  • ნატურალური ქსოვილის თავისუფალ ტანსაცმელზე გადადით: თუ აკნეს სინთეტიკურ ქსოვილთან შეხება ან ვიწრო ტანსაცმლის გამო გაზრდილი ოფლიანობა იწვევს, ნატურალურ ქსოვილზე გადასვლა უნდა დაგეხმაროთ.
  • რაციონს გადახედეთ: მარტივი ნახშირწყლები, შაქარი, შემწვარი საკვები ამოიღეთ.
Facebook კომენტარები