ჩემ მეუღლეს ყოველდღე იჟოგა ტანჯავდა სანამ ეს რეცეფტები არ სცადა
როგორ ვუშველოთ გულძმარვას
გახეხეთ ნიგოზი ან ნუში. საკმარისია მხოლოდ 1 ს.კ. და გულძმარვა გაქრება!
უზმოზე მირთმეული 1 თეფში წიწიბურა დაგიცავთ გულძმარვისგან მთელი დღის განმავლობაში.
მცენარეული ზეთიც ეხმარება. გულძმარვის შეტევის დროს მიიღეთ 1 ჩ.კ. ზეთი.
სტაფილო, ვაშლი, გოგრის უმი თესლი ან მზესუმზირა - მიირთვით ამ პროდუქტებიდან რომელიმე მცირე რაოდენობით. შვებას უმალვე იგრძნობთ.
მოხალეთ წიწიბურა, დაფქვით და გაცერით. მიიღეთ ეს საშუალება დღეში სამჯერ 1 მწიკვი.
ასევე კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს. აღკვეთავთ გულძმარვას.
- ძილის დროს აღმოცენებული გულძმარვის მოსახსნელად უნდა წამოდგეთ, გაიარ-გამოიაროთ, მოსვათ რამდენიმე ყლუპი წყალი.
- ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედების რეგულარულობას. არასასურველია შეკრულობა, ჭინთვები - ეს ზრდის მუცლის შიდა წნევას და იწვევს გულძმარვას.
- სადილის შემდეგ დასასვენებლად ნუ წამოწვებით. უმჯობესია, გაიარ-გამოიაროთ. ეს ხელს შეუწყობს საკვების კუჭიდან ნაწლავებში სწრაფად გადასვლას.
- დაიცავით კვების რეჟიმი. მიირთვით დღეში 5-7-ჯერ, მცირე ულუფებით, ერიდეთ ძღომას.
- რაციონში შეიტანეთ ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტები: რძე, ნაღები, არაჟანი, ხაჭო, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, ძროხის, ქათმის, თევზის მოხარშული ხორცი, ნაღებისა და მცენარეული კარაქი, თეთრი პური (სასურველია, უსაფუვრო).
- მოამზადეთ ბოსტნეული ორთქლზე ან გახეხეთ, გააკეთეთ პიურე. ვაშლი უმჯობესია ჩაშუშული მიირთვათ.
გულძმარვის დროს რეკომენდებული არ არის:
- ცხიმიანი, შემწვარი ხორცი, ქათამი, თევზი;
- შაშხი და ლორი;
- ცხარე სოუსები და სანელებლები;
- მჟავე ხილის წვენები და კომპოტები;
- უხეში უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (თეთრთავა კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი, ნიორი);
- სოკო;
- შავი პური;
- გაზიანი სასმელები, მაგარი ჩაი, ყავა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.