ჰემოგლობინის დონის ამაღლება ხალხური მეთოდით

849

ჰემოგლობინის დონის ამაღლება ხალხური მეთოდით

სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებისას ყველაზე ხშირი გადახრა არის – დაბალი ჰემოგლობინი.

  1. კორექტირება გაუკეთეთ კვებას. გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი იმ პროდუქტებით, რომლებიც შეიცავენ რკინას. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ღვიძლი, ენა, საქონლის ხორცი, წიწიბურას ფაფა, ლობიო. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ზოგიერთი მათგანი უხვად შეიცავს რკინას, ზოგი კი С ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ართვისებას.
  2. კვების კორექტირების და საკუთარი რაციონის რკინის შემცველი პროდუქტებით გამდიდრების შედეგადაც, შესაძლებელია ვერ მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ზოგიერთი პროდუქტის შეუსაბამლობაშია. მაგალითად, ფაფები აფერხებენ რკინის ათვისებას, ამიტომაც პური, ფაფები და მაკარონები მიირთვით ხორცისგან განცალკევებით. გააკონტროლეთ ჩაისა და ყავის მიღების სიხშირე. მათი ხშირად დალევის გამო ფერხდება რკინის ათვისება.

გამოიყენეთ ჰემოგლობინის ამაღლების ხალხური მეთოდები. განსხვავებული პროპორციით შეურიეთ კაკალი, ქიშმიში, შავი ქლიავი, თაფლი და გარგარი. დააქუცმაცეთ ყველა ზევით ჩამოთვლილი ინგრედიენტი ხორცის საკეპი მანქანის საშუალებით. მიღებულ ნარევს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მიირთვით ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენებიც – სტაფილოსი, ვაშლისა და ჭარხლისა. შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ და ისე მიირთვათ, ოღონდ ნარევში სტაფილოს წვენის შემცველობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჭარხლისა და ვაშლის, ანუ სასურველია დაიცვათ ასეთი თანაფარდობა – 2:1:1.

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად სასარგებლოა ასეთი ნარევიც – 270 გრამ სტაფილოს წვენს პლუს 30 გრამი კამის წვენი. გახსოვდეთ, ბოსტნეულისა თუ ხილის გამონაწური უმალვე უნდა დალიოთ.

ღირებულ კომპონენტთა დაშლის, ჰაერზე დაჟანგვის, რეაქციაში შესვლისა და სხვა ფაქტორების გამო რამდენიმე საათის შემდეგ და, მით უფრო, მეორე დღისთვის ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

სტაფილოს შემცველ წვენებს აუცილებლად დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალ კაროტინს ორგანიზმი ვერ აითვისებს. ზოგიერთი სტაფილოს წვენის მიღების წინ ცხიმიან არაჟანს მიირთმევს. არც ეს არის ურიგო.

მიირთვათ ერთი-ორი კოვზი და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დააყოლეთ.

    Facebook კომენტარები