იცოდით რა საოცრებებს ახდენს ძვლის ბულიონი?

542

იცოდით რა საოცრებებს ახდენს ძვლის ბულიონი?

ძვლის ბულიონი ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს სხვადასხვა პრობლემისაგან, ებრძვის ალერგიას და საკვების აუთვისებლობას.

ძვლის ბულიონი, ასევე, უზრუნველყოფს მეტაბოლურ საწვავს წვრილნაწლავის უჯრედებისთვის, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და იცავს ნაწლავთა ეგრეთ წოდებულ სარჩულს.

გარდა იმისა, რომ ძვლის ბულიონი იცავს და მკურნალობს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ის ხელს უწყობს, საკვები ნივთიერებების შეთვისებას. ის შეიცავს მინერალებს, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად შეითვისებს - ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს.

ძვლის ბულიონი კალოგენისა და ცილის მდიდარი წყაროა. მათ უხვად შეიცავს ძვლის ქსოვილი, ხრტილი, ძვლის ტვინი და მყესები.

ჟელატინი სასარგებლოა საკვებით გამოწვეული ალერგიებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ცელულიტისა და ნაოჭების გაჩენის შესაძლებლობას.

როგორ მოვამზადოთ ძვლის ბულიონი:

ძვლის ბულიონის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბოსტნეულით მომზადებული ძვლის ბულიონი ყველაზე სასარგებლოა.
გარდა ორგანული ბოსტნეულისა, მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ ისეთი საქონლის ძვალი, რომელიც არ შეიცავს ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს.

მომზადების წესი:

ძვლები მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და დაუმატეთ ორი სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ 6 საათის განმავლობაში - ეს მინიმალური დროა ძვლის ბულიონის მოსამზადებლად.
დროდადრო ხარშვისას თავზე მომდგარი ქაფი და აპკი მოხადეთ.

ბულიონს დაუმატეთ მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ხახვი, ნიორი, დაფნის ფოთოლი.

გააგრილეთ, გადაწურეთ, ნახარში ჩაასხით მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ.

მირთმევის წინ აუცილებლად გააცხელეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

frenis kompensacia
frenis kompensacia