ნიორს იყენებენ ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ათეროსკლეროზის და სხვა ბევრი დაავადების დროს- გაეცანით რეცეფტებს
ნივრის გამოყენება სამკურნალოდ:
1. დისბაქტერიოზი
ნივრის საშუალო თავი გაფცქვენით, დანაყეთ, დაასხით მიღებულ ფაფას 1 ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და შედგით 1 დღით მაცივრის ქვედა თაროზე. შემდეგ მიიღეთ თითო ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადე, მოხმარებამდე 1 კოვზ ზეთს დაუმატეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი. მკურნალობის კურსი 1-3-თვიანია. შეისვენეთ 1 თვით. აუცილებლობისამებრ გაიმეორეთ. გარდა ამ ყველაფრისა, იგი ხსნის ტვინის სისხლძარღვებისა და გულის კუნთების სპაზმებს, ქოშინს, დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზის დროს.
2. ლამბლიოზი
თანაბრად შეურიეთ ნივრისა და პირშუშხას ფაფები. 1/4 ჭიქა მასას დაასხით 0.5 ლ არაყი და დააყენეთ 10 დღით, გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. დააყოლეთ წყალი.
3. ბრონქული ასთმა
შეურიეთ ნივრისა და პირშუშხას 100-100 გ ფაფები, დაუმატეთ 150 გ კარაქი და 600 გ თაფლი, გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ შეუჩერებლად. შეინახეთ მჭიდროდ დაცული თავსახურის ქვეშ, მაცივარში. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამამდე 1 საათით. მკურნალობის კურსი 2-თვიანია. შეისვენეთ 1 თვით და გაიმეორეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
4. ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ობლიტერირებადი ენდარტერიიტი, გულის იშემია
თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ნივრის ფაფა და თაფლი, მჭიდროდ დაახურეთ და დააყენეთ ბნელ ადგილას 1 კვირით, პერიოდულად ურიეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე, 1-2 თვის განმავლობაში.
5. ახალდაწყებული სურდო
მიირთვით 1 ლებანი ნიორი და შეისუნთქეთ მისი ფიტონციდები. შეგიძლიათ, ნესტოებში დანაყული ნივრის ფაფით გაჟღენთილი ტამპონები შეიდოთ, წინასწარ კი ნესტოები ვაზელინით დაიზილეთ. მიიღეთ ყოველ 2 საათში 1 ჩ.კ. ნივრისა და თაფლის მასა და ასე გრიპს, სურდოს, გაციებას, მრდ-სა და მრვი-ს დაამარცხებთ.
6. ბრონქიტი
50 გ გაწმენდილ, დაქუცმაცებულ, ზამთრის ნიორს დაასხით 100 მლ ვაშლის ძმარი, აადუღეთ, ხარშეთ 10 წუთით ძლიერ ცეცხლზე, გადაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნახარში დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 15-დღიანია.
7. პარაზიტები
მათ მოიშორებთ, თუ უზმოზე 10-15 წვეთ ნივრის ახლადდაწურულ წვენს მიიღებთ.
8. დამწვრობა, მეჭეჭები, სირსველი, კოჟრები, ნახეთქები, ეკზემა, ფურუნკულები
დაიდეთ ხის ჯამში დანაყული ნივრის მასის კომპრესები კანის დაზიანებებზე. ჩირქოვანი ჭრილობები ხორცდება, თუ მათზე ნივრის ფერფლსა და მცენარეული ზეთის თანაბარპროპორციულ ნარევს წაისვამთ.
9. კუჭის ტკივილი
საჭმლის მონელება დარეგულირდება, მადა გაუმჯობესდება, იმუნიტეტი ამაღლდება და კუჭის ტკივილი გაქრება, თუ ჭამის დროს მიირთმევთ ნიორშეზელილ პურის ქერქს, ხოლო ვახშმამდე 30 წუთით ადრე ნივრის 2-3 ამონაცენს მიიღებთ.