ბებიების რეცეფტი ქოლესტერინის დასაწევად.

1349

ბებიების რეცეფტი ქოლესტერინის დასაწევად.

Არსებობს უამრავი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეამციროთ ქოლესტერინის მაღალი დონე  ხალხური საშუალებებით. ეფექტურია თუ არა ისინი, დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი თვითდისციპლინიდან გამომდინარე, რამდენად რეგულარულად ასრულებთ ამ რეკომენდაციებს. გაქვთ ნებისყოფა თავი დაანებოთ მოწევას და ალკოჰოლს.

რეცეპტი ნომერი 1. ქოლესტერინის დაწევა ლობიოთი: 

ეს რეცეპტი ძალიან ეფექტურია და საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ შედეგს, რომელსაც შეამჩნევთ მალევე.  1 ჭიქა ლობიო უნდა იყოს გაჟღენთილი ღამით (მინიმუმ 100 გრამი), დილით, დაამატეთ სოდა დანის წვერით,  აადუღეთ. დღის განმავლობაში მიირთვით ეს ლობიო ორჯერ. კურსის ხანგრძლივობა არის 3 კვირა.

რეცეპტი ნომერი 2. ქოლესტერინის დაწევა ლიმონით და ნიორით: 

ამ სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 250 გრ. ნიორი და ლიმონი.  ინგრედიენტები დაატრიალეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ნარევს დაამატეთ თანაბარი რაოდენობით ადუღებული წყალი და შედგით მაცივარში ერთი დღის განმავლობაში. უნდა მიიღოთ, ერთი სუფრის კოვზი ნარევი დღეში ორჯერ, შემდეგ მიაყოლეთ 1 ჩ.კ თაფლი.

რეცეპტის ნომერი 3. ქოლესტერინის დაწევა სელის თესლით:

სელის თესლი შეგიძლიათ შეიძინოთ და დაამატოთ საჭმელს, რომელსაც ჭამთ, მოხერხებულობისთვის ის შეიძლება დაქვათ ყავის საფქვავში.

რეცეპტი ნომერი 4. ქოლესტერინის დაწევა წიწიბურას ფქვილით

მიიღეთ 3 ს.კ. წიწიბურას ფქვილი, გასენით 1 ჭიქა წყალში  და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 100 მლ. დღეში ორჯერ.

რეცეპტი ნომერი 5. ქოლესტერინის დაწევა ცაცხვის ყვავილებით

მშრალი ცაცხვის ყვავილები,  დაფქვით საფქვავში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი.

რეცეპტი ნომერი 6. ქოლესტერინის დაწევა ოქროს ულვაშით

უნდა აიღოთ ოქროს ულვაშის ფოთოლი (სურნელოვანი კალისი), 20 სმ სიგრძის, გახეხეთ და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ ერთი დღე . მიიღეთ სამი თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ ჭამამდე, 1 ს.კ. კოვზი.

რეცეპტი ნომერი 7. ქოლესტერინის დაწევა მაყვლის ფოთლებით

დაფქვით 1 ს.კ. მაყვლის მშრალი ფოთლები, დაასხით 1 ს.კ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ, თითო 1/3 ჭიქა,  ჭამის წინ დღეში 2-ჯერ.

რეცეპტის ნომერი 8. ქოლესტერინის შემცირება ბაბუაწვერას ფესვებით

ხმელი ბაბუაწვერას ფესვები დაფქვით. მიიღეთ 1 ჩ.კ. ფხვნილი ყოველი ჭამის წინ, 6 თვის განმავლობაში.

რეცეპტის ნომერი 9. ქოლესტერინის დაწევა პროპოლისით

გახსენით 7 წვეთი 4% პროპოლისის ნაყენი 30 მლ წყალში, გამოიყენეთ 4 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასევე არსებობს ქოლესტერინის მკურნალობა ხალხური საშუალებებით, რომლებიც მიზნად ისახავს ქოლესტერინის შეწოვის შემცირებას. ამისათვის გამოიყენება სამკურნალო მცენარეების ნაყენები.

 

Facebook კომენტარები