ღვიძლის დაავადების სამკურნალო რეცეპტები ხალხური მედიცინისგან

264

ღვიძლის დაავადების სამკურნალო რეცეპტები ხალხური მედიცინისგან

1. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, შემდეგ გამოაცხვეთ ოდნავ, მოაყარეთ შაქარი და მიირთვით რძით.

2. მოამზადეთ კარტოფილის პიურე, მოხარშეთ კანით კარტოფილი წინასწარ. კარტოფილის პიურეში ათქვიფეთ ახალი ათქვეფილი ცილა 2 ცალ კარტოფილზე ერთი კვერცხის ცილა. მიიღეთ კარტოფილის პიურე დღეში ერთხელ.

3. სიმინდის "აბრეშუმი" და კომბოსტოს ფოთლები მდუღარე წყალში ჩაყარეთ, ადუღეთ 10 წუთი.  გაგრილეთ და გაწურეთ. დალიეთ ყოველდღე, როგორც ჩაი, დიდი ხნის განმავლობაში.

4. ჭარხლის ახალი წვენი ან ამ წვენების ნარევი დაგეხმარებათ: 3 ცალი  სტაფილო, 2  ცალი ჭარხალი და 1 ცალი ნიახური დააბლენდეთ.  მიიღეთ ნახევარი ჭიქა წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე.

5. დალიეთ პომიდვრის სუფთა წვენი და კამა. მიიღეთ დღეში სამჯერ, მესამედი ჭიქა ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

6. ველური მარწყვის ნაყენი დაგეხმარებათ: ორი სუფრის კოვზი დაჭრილი ფოთლები ჩაყარეთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში, გააჩერეთ  თხუთმეტი წუთის განმავლობაში, გადმოდგით და ნახევარი საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ ჭამის წინ.

7. გახეხეთ საშუალო ზომის პირშუშხას ფესვი და დაასხით ერთი ჭიქა თბილი რძე.
გააჩერეთ 20 წუთი.  სასმელი დალიეთ დაუყოვნებლივ მცირე ყლუპებით. ზედიზედ რამდენიმე დღე.

8. შეურიეთ ერთი მეოთხედი ჭიქა ზეითუნის ზეთი და იგივე რაოდენობის ახალი გრეიფრუტის წვენი. დალიეთ ნარევი ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ. დაწექით მარჯვენა მხარეს საწოლში. პროცედურა ჩაატარეთ ღამით.  გაიმეორეთ ეს მკურნალობა ექვსი დღის შემდეგ.

9. თანაბარი რაოდენობით აიღეთ უკვდავას, კალენდულას ყვავილები, ბაბუაწვერა, ჭინჭრის ბალახი . აურიეთ ყველა. ორი სუფრის კოვზი მოაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. მიიღეთ ჭიქის სამი მეოთხედი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში სამჯერ.

10. აიღეთ ორი სუფრის კოვზი უკვდავას ყვავილი, მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ბულიონი ნახევარ ჭიქა ცხელ რძეს და დაუმატეთ 2 ჩ.კ თაფლი. მიიღეთ თბილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ოთხი დღის განმავლობაში, შემდეგ ორდღიანი შესვენება და ასე შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.

11. აიღეთ ორმოცდაათი გრამი მცირე ასისთავას ბალახი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. მიიღეთ ჭიქის ერთი მესამედი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ორჯერ.

12.  ერთი სუფრის კოვზი კოწახურის ფოთლები ჩაყართ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში.  დადგით ერთი საათი. შემდეგ მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში ხუთჯერ.

13. გახეხეთ შავი ბოლოკი წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი. დალიეთ ორი სუფრის კოვზი წვენი ცოტა თაფლთან ერთად დღეში ოთხჯერ ჭამამდე და ძილის წინ.

frenis kompensacia
frenis kompensacia