ანემიის მკურნალობა ხალხური მეთოდით

1669

ანემიის მკურნალობა ხალხური მეთოდით

ანემია სხვადასხვა დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის არასდროს არაა ნორმალური და ყოველთვის უნდა იქნეს გამოკვლეული მისი მიზეზები.

ანემია ესაა მიმოქცევაში მყოფი (მოცირკულირე) სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების (RBC) – ნაკლებობა (რაც სისხლის კვლევის საშუალებით განისაზღვრება).

ერითროციტს, იგივე სისხლის წითელ უჯრედს, სუნთქვის ორგანოებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვს.

  • ცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი. სათითაოდ გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი ოდენობით. ბოთლი ცომით შეფუთეთ და სამი საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავი არ დაუცოთ, რომ სითხე თავისუფლად აორთქლდეს. მიღებული ნარევი უნდა მიირთვათ ჭამამდე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი უნიკალური მეთოდია!
  • აიღეთ 3 ს/კ კრაზანა, 2 ს/კ ჭინჭრისდედა, 2 ს/კ მაყვლის ფოთოლი; წვრილად დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით სამი ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ, თითო ჭიქა, ცხელი.
  • სისხლნაკლებობისა და განლევის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი: 2 ჩ/კ დაასხით ორი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და დღის განმავლობაში მიირთვით 3-4-ჯერ (ანუ მომზადებული ნაყენი 3-4 ულუფად გადაანაწილეთ).
  • ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული, უმარილო ბრინჯის ნახარში _ 1/2 ჩ/ჭ, ჭამის წინ.
  • ყოველდღიურად, უზმოზე, საჭიროა 100 გ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.
  • წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჩ/ჭ წვენი, დაუმატეთ ერთი ჩ/კ თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში, ჭამამდე თითო საათით ადრე მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე უნდა მოამზადოთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Facebook კომენტარები