როგორ შევაჩეროთ ფეხების შეშუპება?

4992

როგორ შევაჩეროთ ფეხების შეშუპება?

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება მოხდეს მის ნებისმიერ მონაკვეთში: ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.

ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი, როგორიცაა – ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.

როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, სასწრაფოდ საჭიროა შეშუპების მიზეზის დადაგენა.

ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:

  • გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
  • ფლებიტი (ცალი კიდური);
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
  • ღვიძლის დაავადებები;
  • შიმშილი (მკაცრი დიეტები);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
  • პრეპარატები;
  • პერიკარდიტი;
  • ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

ხალხური რეცეფტი:

  1. აადუღეთ 4 ჩ/კ სელის თესლი 1ლ წყალში 10-15 წთ.
  2. დადგით ქვაბი თბილ ადგილას და გააჩერეთ ერთი საათით.
  3. სვით ნახევარი ჭიქა (შესაძლებელია გაუწურავი) ყოველ ორ საათში, დღეში 6-8 ჯერ, უკეთესია ცხელი.
  4. შესანიშნავი შედეგი მიიღწევა 2-3 კვირის შემდეგ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები