ოფლიანობის შეჩერება ხალხური რეცეფტით

2705

ოფლიანობის შეჩერება ხალხური რეცეფტით

ჯანმრთელი ორგანიზმი ქვია ორგანიზმს, რომელშიც ყველა ჯირკვალი მის ფუნქციას ასრულებს ასე ვთქვათ ისე ზედმიწევნით, რომ მისგან არ გვაქვს დისკომფორტი. იმდენად, რომ არც ვიცით ამ ჯირკვლების არსებობა.

ვინც შეწუხებული ხართ პათოლოგიური ოფლდენით გაინტერესებთ მიზეზები, რა თქმა უნდა და ეს სწორია, თუმცა სწორად როდი ვიქცვით?

ჭარბი ოფლდენა არის ორგვარი: ლოკალური და გენერალიზებული, ორივეს უკან იმალება პათოლოგია, რადგან ჯანმრთელ ორგანიზმს არ უნდა ჩვეოდეს სიმპტომი ჭარბოფლიანობა.

განვიხილოთ რამოდენიმე „მიზეზები“ პათოლოგიური ოფლდენის:

1. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი წამყვანი როლი ოფლის გამოყოფის ფუნქციაში მიუძღვის გარკვეულ უჯრედებს შიდა ვეგეტატიურ სისტემაში. რა მოიაზრება შიდა ვეგეტატიურ სისტემაში? რა თქმა უნდა ნერვები, რომლებიც ერთნაირად არიან აგებულები, მაგრამ განსხვავება არის მათი ლოკალიზაციის მიხედვით, თუ ხერხემლის რომელ მხარეს არიან განლაგებულები: წინ, უკან თუ შუაში. მოკლედ შეიძლება ზედმეტი ოფლიანობა გამოწვეული იყოს ზურგის ტვინის რამე სახის პათოლოგიით, ან ტრავმით.

2. ინფექციური, ქრონიკულად მოურჩენელი დაავადებები, მაგალითისათვის ტუბერკულიოზი და ბევრი სხვადასხვა ინფექციები

3. ჰორმონალური ცვლილებები გამოწვეული მომწიფების პერიოდით, ორსულობით ან მენოპაუზით (კლიმაქსით).

4. გაცხიმოვნებაც ააქტიურებს საოფლე ჯირკვლებს

5. მაღალი შაქრის დროს ანუ დიაბეტიკებშიც ხდება ასე უკონტროლო მაღალოფლიანობა

6. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს. ზოგჯერ იოდის ნაკლებობამაც კი იცის.

7. გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, როგორიცაა სტენოკარდია. მაღალი ქოლესტერინი უნდა გამოირიცხოს და მაღალი პროთრომბინიც.

8. ასევე საყურადღებოა D ვიტამინის ნაკლებობა ჩვილებში რაქიტის საწინააღმდეგო და უჟანგბადობით გამოწვეული ჭარბოფლიანობა.

ჭარბი ოფლდენა მიანიშნებს სტრესების ზემოქმედებას საოფლე ჯირკვლებზე, რომელშიც მოიაზრება სახის შეწითლებაც და ოფლიანობაც, ხელ-ფეხის გულების მიდამოებზე გავლენაც და საოფლე ჯირკვლების სტიმულაციაც.

ოფლდენას ასტიმულირებს სპირტოვანი სასმელები, ასევე ყავა და ჩაი, ასევე მწარე საკვები.

საუკეთესო საშუალებაა ოფლის შესაჩერებლად დააყენოთ შემდეგი სახის ხსნარი:

აიღეთ 200 გრამი მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სოდა, ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი 3 %-იანი და 5 წვეთი იოდი 5 % იანი, (თუ იოდის ნაკლებობას უკავშირდება, თუ არა და არ ჩაუმატოთ) და 1 ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი ნელა ჩაასხით.  იქონიეთ მუდამ პატარა ფლაკონით ბამბასთან ერთად. შეგიძლიათ ამით ჩაიტაროთ იღლიის 1 წამიანი დეზინფექცია.

ხელის გულების და ფეხის გულების ოფლიანობის მოსახსნელად იხმარეთ სოდის და წყლის ნაზავი, შავი ფერის მუქ ჩაისთან ერთად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინს.

frenis kompensacia
frenis kompensacia