ბროწეულის ქერქის ნაყენი უებარი სამკურნალო წამალია

19221

ბროწეულის ქერქის ნაყენი უებარი სამკურნალო წამალია

ბროწეულის ქერქის ნაყენი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ბროწეულის ნაყოფის ქერქისა და 70% ხორბლის სპირტისგან.  ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

სამკურნალო თვისებები თვისებები

ბროწეულის ქერქმა მასში არსებული ტანინები ნივთიერებების გამო მედიცინაში მოიპოვა ძლიერი ანტი მიკრობული მცენარის სახელი. ისინი აქტიურად ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებს და პარაზიტებს.

ბროწეულის კანის 27 პროცენტი შედგება მთრიმლავი ნივთიერებებისგან. ასევე შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (ფოსფორი, რკინა, კალიუმი კალციუმი და სხვა) და ვიტამინებს C, B1, B6 და PP.

ბროწეულის ნაყოფის ქერქს აქვს ანტისეპტიკური, შემკვრელი, სიცხის დამწევი, ნაღველმდენი, მატონიზირებელი მოქმედება. ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას.

მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, მხედველობის და სმენის ორგანოების ანთებითი პროცესების შესაჩერებლად. ასევე სახსრების ტკივილის, ძვლების მოტეხილობის და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

  1. აძლიერერბს იმუნიტეს.
  2. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
  3. ორგანიზმში ებრძვის ანთებით პროცესებს.
  4. არის კარგი შემკვრელი საშუალება.
  5. ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში.
  6. ასტიმულირებს შლაკების გამოდევნის პროცესს.
  7. აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.
  8. დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
  9. ებრძვის ნაწლავურ პარაზიტებს.
  10. დადებითად აისახება კანის დაავადებების მკურნალობაზე.
  11. კარგად ებრძვის ფაღარათს (დიარეა).
  12. იყენებენ დეზინტერიის დროს.
  13. ქერქი ითვლება ბუნებრივ ანტიბიოტიკად.
  14. კარგად ებრძვის სოკო კანდიდას
  15. ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
მიღების წესი

გახსენით 1/2 - ჩაის კოვზი ნაყენი 50 მილილიტრ ანადუღარ თბილ წყალში და მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia