კომბოსტოს კომპრესის 4 ეფექტური და მარტივი რეცეფტი

416

კომბოსტოს კომპრესის 4 ეფექტური და მარტივი რეცეფტი

1. ახლადდაწურული კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს ჰორმონალური ცვლის ნორმალიზებას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ახდენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას. წვენის დასამზადებლად დაგჭირდებათ ახალი ქორფა.

კომბოსტოს თავი. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ და შემდეგ გაწურეთ. კომბოსტოს წვენი მიიღეთ ½ ჭიქა 30 წუთით ადრე ჭამამდე 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი საკმაოდ ხანგრძლივია, არა ნაკლებ 4-6 კვირა.

2. კომბოსტოს კომპრესი თაფლით და კარაქით. მზადდება ორნაირად. საკმაოდ მარტივი ხერხია – წაისვით მკერდზე თაფლი, დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი და ზემოდან დააფარეთ დოლბანდი. კომპრესის დასამაგრებლად რეკომენდებულია მჭიდრო ბიუსტგალტერის ჩაცმა.

ფოთოლი გაიჩერეთ 6-8 საათი, ამიტომ მიზანშეწონილია კომპრესის გაკეთება ძილის წინ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე. მეორე ვარიანტი – დატკეპნეთ კომბოსტოს ფოთოლი, წაუსვით კარაქი და იგივე წესით დაიდეთ მკერდზე.

3. კომბოსტოს და კეფირის კომპრესი. წვრილად დააქუცმაცეთ 2-3 ფოთოლი ფაფისებურ მდგომარეობამდე. დაამატეთ 3 ს.კ. თბილი კეფირი და კარგად აურიეთ. გაანაწილეთ ფაფა დოლბანდზე და დაიდეთ სარძევე ჯირკვლებზე. გამოიცვალეთ საფენი გაშრობის შემდეგ. მკურნალობის კურსი – მინიმუმ 7 დღე.

4. კომბოსტოს კომპრესი ჭარხლით და თაფლით. დაკეპეთ კომბოსტოს ფოთოლი ისე, რომ გამოუშვას წვენი. წინასწარ გაამზადეთ 3 ს.კ. წვრილად გახეხილი ჭარხლის და 1 ს.კ. თაფლის ნარევი.

გაანაწილეთ ფოთოლზე და დაიდეთ მკერდზე. დააფარეთ დოლბანდი და შეიხვიეთ თბილი შარფით. დაიტოვეთ მთელი ღამით. გაიმეორეთ ყოველ დღე 10 დღის განმავლობაში.

კომბოსტოს ფოთოლი მასტოპატიის დროს უვნებელია და არ გააჩნია უკუჩვენება. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევებში უკვე მე-4 – მე-5 დღეს ავადმყოფი გრძნობს შვებას, ხოლო რეგულარული გამოყენებისას 1-2 თვეში მცირე გამკვრივებები უკვალოდ ქრება.

ზემოაღნიშნული რეცეპტების გამოყენებისას უნდა გახსოვდეთ, რომ კომბოსტო არ უნდა დარჩეს ერთადერთ საშუალებათ რთული მასტოპატიის მკურნალობის დროს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები