რომელი სისხლის ჯგუფი გაქვთ? ეს დიეტის დაცვაში დაგეხმარებათ!

529

ჩვენ ხშირად ვიცავთ დიეტას. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენთვის შესაფერისი დიეტა ვიპოვოთ და მივყვეთ მას. ამაში კი სისხლის ჯგუფები დაგვეხმარებიან. სისხლის ჯგუფს შეუძლია ადამიანის პიროვნების შესახებ ბევრი რამ გვითხრას, ასევე – დიეტაზეც.

სისხლის A ჯგუფის პროფილი

ვისაც ეს ჯგუფი აქვთ, არიან წყნარები და ყოველთვის ცდილობენ გვერდით პოზიტიური, დამხმარე ადამიანები ჰყავდეთ.
ისინი ადვილად ისტრესებიან, რამაც შეიძლება ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს.

A ჯგუფის დიეტა

ამ სისხლის ჯგუფის ადამიანებისთვის საუკეთესოა ორგანული, ვეგეტარიანელური დიეტა, რომელიც შეამცირებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და კიბოს რისკს.
ძნელი იქნება ხორცისა და სახამებლისგან ბოსტნეულსა და პროტეინებზე გადასვლა, მაგრამ ეს უნდა სცადოთ აუცილებლად.

სისხლის B ჯგუფის პროფილი

B ჯგუფის ადამიანები არიან ადაპტირებადი, დამყოლი და ზოგჯერ მკაცრიც კი. ისინი გამოირჩევიან გახსნილი გონებით, რომლებიც ყოველ საკითხს ორივე მხრიდან აფასებენ.
ისინი უნდა ფოკუსირდნენ ბალანსზე. როცა მათ სტრესი აქვთ, გამოიმუშავებენ კორტიზოლის მაღალ დონეს. ეს კი გარკვეულ დაავადებებს იწვევს.

B ჯგუფის დიეტა

B ჯგუფის ადამიანებისთვის საუკეთესოა სიმინდი, არაქისი, ოსპები, წიწიბურა. ასევე მათ უნდა დაამატონ მწვანე ბოსტნეული და კვერცხი.
როცა საქმე ხორცს ეხება, ამ ჯგუფის ადამიანები ფრთხილად უნდ აიყვნენ ქათმის ხორცთან, რადგან ის შეიცავს აგლუტინაციურ ლექტინს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ იწვევს პრობლემებს სისხლში. ექიმები B ჯგუფის ადამიანებს ურჩევენ ქათმის ხორცი შეცვალონ ცხვრის, თხის ან ბატკნის ხორცით.

სისხლის O ჯგუფის პროფილი

O ჯგუფი ერთადერთი სისხლის ჯგუფია, რომელიც ატარებს ორ განსხვავებულ სისხლის ჯგუფს ( A და B). ვინც ამ ჯგუფს მიეკუთვნება არიანუნივერსალური წითელი სისხლის უჯრედის დონორები.
O ჯგუფს ყველაზე კარგი უნარი აქვს გადაამუშავოს : პროტეინები, ცხიმი და კალციუმი. მაგრამ რა თქმა უნდა უარყოფითი ხმარეების არსებობს. O ჯგუფის ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სხვადასხვა დაავადებისკენ, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ანთება და წყლულები.

O ჯგუფის დიეტა:

O ჯგუფის ადამიანები არიან იმპულსურები და ტემპერამენტიანები ანუ სტრესის მაღალი დონე აქვთ. ექიმები მათ ურჩევენ თევზს, ბოსტნეულს, ხილს, შინაური ფრინველის ხორცს. ასევე კარგია ლობიო, რძის ნაწარმი. ისინი უნდა გათავისუფლდნენ ალკოჰოლოსა და ყავისგან.

სისხლის AB ჯგუფის პროფილი

AB ჯგუფი ყველაზე იშვიათია და ის მსოფლიოს 5 %-ზე ნაკლებ მოსახლეობაში გვხვდება. ფაქტია, 10 -12 საუკუნის წინ ეს ჯგუფი საერთოდ არ გვხვდებოდა.
AB ჯგუფში გაერთიანებულია ის ხასიათები, რაც ცალ-ცალკე A და B-ს აქვს.
ამ ჯგუფის ადამიანებს შერეული გრძნობები და დამოკიდებულებები აქვთ მოვლენათა მიმართ. მათ უყვართ ახალი ადამიანების გაცნობა, თუმცა ზოგჯერ ისინი იზოლირებულად და განცალკევებულად გრძნობენ ხოლმე თავს.
ზოგადად, AB ჯგუფის ადამიანები არიან ემოციურები, ვნებიანები, ემპათიურები.

AB ჯგუფის დიეტა

დოქტორები ურჩევენ ამ ჯგუფის ადამიანებს მოეშვან კოეფინს და ალკოჰოლს. ისინი უნდა ჭამდნენ ზღვის საჭმელს, ტოფუს, რძის ნაწარმს, ბოსტნეულს.

Facebook კომენტარები