ლიმონურას ჯადოსნური თვისებები

502

ლიმონურას ჯადოსნური თვისებები

ლიმონურას სარგებელი

ჯადოსნური ნაყოფი შრომისუნარიანობას ზრდის და სასარგებლოა მათთვის, ვისაც სერიოზული ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვა აწუხებს. დაბალი წნევის დროს ეს მცენარე ნამდვილი მხსნელია.

ლიმონურას ნახარშით, ხმელი ნაყოფით ან მურაბით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ დილის ყავა: ეფექტი იმდენად ძლიერი იქნება, რომ ორგანიზმი მთელი დღე დამუხტული იქნება.

ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონიის, ასთენური სინდრომის და ზოგადი სისუსტის დროს თქვენს ვიტამინების რაციონში ღირებული პროდუქტი ჩართეთ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ლიმონურას ნაყოფით.

მათი დახმარებით ბევრ მედიკამენტს წარმატებით ჩაანაცვლებთ და ჯანმრთელობას გააძლიერებთ.

1. ახალი ლიმონურას კენკრის ნაყენი

ძლიერი მატონიზირებელი საშუალება. 3 ნაწილ ლიმონურას კენკრას 1 ნაწილი 70%–იანი სპირტი დაასხით. ერთ დღეში სამკურნალო საშუალება მზად იქნება. 20 წვეთი წყალში გააზავეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ. ნაყენი დაღლილობას, ძილიანობას გააქრობს, მადას გაზრდის და ორგანიზმის დამცავ ძალებს ტონუსში მოიყვანს.

2. ნაყენი „ძლიერი“

ლიმონურას კენკრა დააქუცმაცეთ და 70%–იანი სპირტი დაასხით. 20 გრ კენკრაზე საჭიროა 100 მლ სპირტი – 1:5. მუქი ფერის ბოთლში ლიმონურა 10 დღე დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ, ნარჩენები კარგად დაგწურეთ და სითხეს დაუმატეთ. რამდენიმე დღეში ნაყენი მზად იქნება. ნერვული გამოფიტვის პროფილაქტიკის მიზნით და სამკურნალოდ 30 წვეთი ნაყენი უზმოზე, კვირაში 3–ჯერ დალიეთ.

3. ლიმონურას თესლის ფხვნილი

კენკრა გახეხეთ, თესლი მოაშორეთ და გაახმეთ. ყავის საფქვავით დაფქვით. დღეში 3 გრ ფხვნილი საკმარისი იქნება, რომ ძალიან მაღალ შრომისუნარიანობას მხარი დაუჭიროთ. ლიმონურას თესლის ფხვნილის მიღება რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ღამის ცვლაში ხშირად მუშაობს.

4. ლიმონურა თაფლით

ლიმონურას ნაყოფი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და თაფლი დაასხით. ნარევი მაცივარში შეინახეთ. ჩაისთვის ლიმონის შესანიშნავი ალტერნატივაა. 1 კოვზი ლიმონურა თაფლით დილით სწრაფად გაღვიძებასა და ახალ ენერგიულ დღეზე გადართვაში დაგეხმარებათ.

5. ლიმონურას კენკრის წვენი

მწიფე კენკრა გაწურეთ, შეგიძლიათ მასში კურკები დატოვოთ ან ამოიღეთ, რადგან მათ დამახასიათებელი მომწარო გემო აქვთ. წვენს შაქარი აურიეთ და მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით. წვენი დახურულ ბოთლში 3 წელი შესანიშნავად ინახება, ობს არ იდებს და არ ფუჭდება. შეგიძლიათ ჩაის მიაყოლოთ ან დესერტებს დაუმატოთ – ნაზი ლიმონის არომატი წარმოუდგენლად სასიამოვნოა.

ჩინური ლიმონურა თავის ტვინის ქერქს აღაგზნებს, მაგრამ ამასთან ნერვული უჯრედების დაშლას არ იწვევს! უს უნაკლო ბუნებრივი სტიმულატორია, რომელსაც მიჩვევა არ ახასიათებს. ლიმონურას მიღება უკუჩვენებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და გაზრდილი არტერიული წნევის დროს, 12 წლამდე ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის

Facebook კომენტარები