იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი თმის დასასწორებლად 

428
frenis kompensacia
frenis kompensacia

იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი თმის დასასწორებლად 

ბევრ ქალს გრძელი, სწორი და ჯანმრთელი თმის ქონა სურს, თუმცა ყველას არ გაუმართლა. სწორედ ამიტომ, სპეციალურ მეთოდებს ვიყენებთ, მაგალითად, თმას მუდმივად უთოთი ვისწორებთ. ასე სასურველ შედეგს ვიღებთ, მაგრამ თმა ძლიერ ზიანდება. ის მშრალი, მტვრევადი და ხუჭუჭა ხდება. საკუთარ თმაზე ასეთი მოპყრობა არ შეიძლება.

სწორედ ამ დროს შინაურული საშუალებები გიშველით. ჩვენ გიამბობთ ერთ–ერთი მეთოდის შესახებ, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად გამოიყენებთ. ის იაფი და ეფექტურია, ამასთან თმისთვის სასარგებლოა.

 თმის დასასწორებელი საშუალება სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 4 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 ს/კ სიმინდის ფქვილი
  • 1 ჭიქა ქოქოსის რძე

მომზადება და გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი პატარა ქვაბში აურიეთ. ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით და გასქელებამდე და კრემის მსგავსი კონსისტენციის მიღებამდე გააცხელეთ.
  2. ნარევი თმაზე წაისვით და საშხაპე ქუდი დაიხურეთ.
  3. ზემოდან ცხელი პირსახოცი შემოიხვიეთ.
  4. 1 საათში თმა შამპუნით და კონდიციონერით ჩამოიბანეთ.

ასეთი პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ და ხვეულ თმას არა მხოლოდ გაასწორებთ, არამედ სათანადო მოვლით უზრუნველყოფთ. სცადეთ და შედეგს მალე დაინახავთ.

ვფიქრობთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც სწორ თმას უპირატესობას ანიჭებს. მისი დახმარებით სწორ თმას მარტივად მიიღებთ. იმის მიუხედავად, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ თმის დასასწორებლად, თმა ყოველთვის სათანადოდ უნდა დაიცვათ და მოუაროთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

ამინდი
amindi