ალოე ვერა-მკურნალი თქვენს სახლში: 18 მიზეზი დაგარწმუნებთ, რომ ის შეუცვლელია!

958

ალოე ვერა ალოეს ოჯახის წევრი მცენარეა, რომლესაც სქელი მოკლე ღერი და ხორციანი ფოთლები აქვს. ქიმიური შემადგენლობით ალოე ვერა ახლოსაა ყველასთვის კარგად ნაცნობ სახლის ალოეს ჯიშთან.

ამ მცენარის მოვლა მარტივია: ზაფხულობით მიწის გამოშრობის დროს მორწყეთ, ზამთარში კი 25-30 დღეში ერთხელ. ალოეს სიკვდილი არც ისე მარტივია, ის საკმაოდ რთულ პირობებს უძებს, მაგრამ მისი შემადგენლობა ზიანდება.

ალოეს სამკურნალო თვისებები

ალოეს სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში წერდნენ. ეს მცენარე მთელს მსოფლიოში პოპულარულია და აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ.

ალოესგან 2 სასარგებლო პროდუქტს იღებენ: რბილობს და წვენს. ამ მიზნით გამოიყენება ალოეს ქვედა ყველაზე სქელი ფურცლები. თუ მისი ფოთლის წვერი ოდნავ გახმა, ეს იმას ნიშნავს, რომ შიგთავსი უკვე მაქსიმალურად სასარგებლოა გამოყენებისთვის.

ალოეს ფოთოლი გამოყენებამდე რამდენიმე დღე მაცივარში უნდა გააჩეროთ, შემდეგ გარეცხოთ ცხელი წყლით. ალოეს წვენის გამოსაწურად დანის დახმარებით ბოლოში კანის ნოჭრაც კი საკმარისია.

ალოეს წვენს ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია, მომაკვდინებლად მოქმედებს ისეთი დაავადების მიკრობებზე, როგორებიცა:
სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირები.. გარდა ამისა ის სასარგებლო მინერალების მთელ კომპლექტს შეიცვას.


ალოე ვერა გარეგანი გამოყენებისთვის:

1.კურნავს წყლულებს და ეგზემას;
2.აწყნარებს დერმატიტს;
3.ამცირებს აკნეს;
4.აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას დამწვრობისა და დაზიანების დროს.
5.სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
6.ატენიანებს კანს;
7.ამცირებს ნაოჭებს, ეხმარება კანის სტრუქტურის აღდგენას;
8.ამცირებს ქავილის შეგრძნებას მწერების ნაკბენზე.
9.უბრუნებს თმას სიცოცხლის ძალას, ებრძვის ქერტლს;
10.აშუშებს ჭრილობებსა და დაზიანებებს (მათ შორის პარსვის დროს მიყენებულ ჭრილობებს)
11.ეხმარება კანს პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ აღდგენაში.

ალოე ვერა შინაგანი გამოყენებისთვის:

1.აძლიერებს იმუნურ სისტემას;
2.არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას;
3.აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ებრძვის კოლიტს, იჟოგას;
4.აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის ხარისხს;
5. აღადგენს ღრძილებს;
6.ართრიტის დროს ამცირებს ანთებით პროცესებს;
7.ხელს უწყობს საშარდე გზების ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

frenis kompensacia
frenis kompensacia