გვირილას ჩაი ამცირებს დიაბეტის რისკს და კურნავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა დაავადებას.

3013

მე–2 ტიპის დიაბეტის მქონე ხალხმა ყოველდღიურ რაციონში გვირილას ნახარში აუცილებლად უნდა ჩართოს.

როგორც უელსის და იაპონიის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ეს სასმელი არა მხოლოდ სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს, არამედ დიაბეტის მიერ გამოწვეულ გართულებებს ებრძვის.

კერძოდ, ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ გვირილას ჩაის შეუძლია ისეთ გართულებებთან ბრძოლა, როგორიცაა სიბრმავე, თირკმლების დაავადება, ნერვული და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუარესება და ჰიპერგლიკემია.

ექსპერიმენტის მონაწილეები 3 კვირის განმავლობაში დღეში 2 ფინჯან გვირილას ჩაის სვამდნენ. უმეტესობა მათგანის შედეგებმა სისხლში გლუკოზის დონის 25%–ით შემცირება აჩვენა. მაქსიმალური ეფექტისთვის ექსპერიმენტის ავტორები დღეში 2 ფინჯანი ნახარშის დალევას გირჩევენ.

გვირილას ჩაის სამკურნალო თვისებები: 

1. აწესრიგებს ძილს

გადაღლილობის, სტრესის, შფოთვის დროს გვირილის ნაყენზე უკეთეს საშუალებას ვერ ნახავთ.გვირილის ჩაი აადვილებს ჩაძინებას და ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს. დილით კი, დასვენებული და მხნედ გაიღვიძებთ.

2. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, გვირილა შესანიშნავად უმკლავდება კუჭისა და ნაწლავების პრობლემებს. ებრძვის ინფექციებს, აცხრობს ანთებას და ხსნის სპაზმებს.

3.გვეხმარება სტრესისისა და შფოთვის დროს

გვირილა – ნატურალური ანტიდეპრესანტია. ერთი ჭიქა ეს არომატული სასმელი სეროტონინის დონეს ზრდის და მოდუნებაში გვეხმარება. ხსნის სტრესულ მდგომარეობას, შფოთვას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა ქრონიკული სტრესის დროს.

4. აძლიერებს იმუნიტეტს

გვირილაში შემავალი ფენოლები ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აძლიერებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ნივთიერება ეფექტურად მოქმედებს გრიპის, გაცივების და სინუსიტის დროსაც კი.

5. გვეხმარება კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს

გვირილა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროსაც გვეხმარება: დაწყებული შებერილობით და დამთავრებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით.

გვირილის ნაყენი ძალიან ეფექტურია გასტრიტის დროს. სპაზმოლიტური თვისებების წყალობით კი ასევე ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს ნაწლავებზე. გვირილა რბილად მოქმედებს ასევე კუჭ-ნაწლავზე, საკვებით მოწამვლის შემთხვევაში.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები