როცა საქმე სახსრებს ეხება, მუხლები მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი „დამსახურებით“ ჩვენ დავდივართ, ვდგავართ, დავხტივართ და ა.შ. თუ თქვენ ლამაზი და ძლიერი მუხლები გაქვთ, სხეულის მდგომარეობას უკეთესად ინარჩუნებთ.
რაც უფრო წლები გვემატება, ჩვენი მუხლები მეტად სუსტები და მოქნილები ხდებიან.
აუცილებელია, ჩვენ მუხლებს მივხედოთ. საბედნიეროდ, ეს შეგიძლიათ სახლის პირობებშიც გააკეთოთ.
ინგრედიენტები:
• 2 ჭიქა ანანასის ნაჭერი
• 7 გრამი დარიჩინი
• 1 ჭიქა შვრია
• 40 გრამი თაფლი
• 40 გრამი ნუში
• 1 ჭიქა ნატურალური ფორთოხლის წვენი
• 1 ჭიქა წყალი
აი ასე უნდა მოამზადოთ :
1) მოამზადეთ შვრია ისე, როგორც ამზადებთ ხოლმე. დაუმატეთ ცხელი წყალი და დააცადეთ გაციებას.
2) გამოწურეთ წვენი ანანასისგან.
3) თაფლი, წყალი, დარიჩინი და ნუში ფორთოხლის წვენთან ერთად დააბლენდერეთ. საქმე რომ გაიადვილოთ, მანამდე ნუში გატეხეთ.
4) ბლენდერში ამ მასას დაუმატეთ შვრია და ანანასის წვენი.
5) მიღებულ ნარევს კიდევ ყინულის კუბები დაუმატეთ ( თუ სურვილი გაქვთ).
ეს სასმელი ეფექტურია, რადგან ანანასი შეიცავს ბრომელაინს. ის კი წარმატებულად იბრძვის ოსტეოართრიტის წინააღმდეგ, ასევე ვიტამინი C, რომელიც ხილში შედის, არის ანტიოქსიტანტი.