ფისი წებოვანი ნივთიერებაა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს

2389

ფისი ძალიან არომატული წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც წიწვოვანი ხის ქერქის დაზიანებისას ბუნებრივად გამოიყოფა.

გამაგრებული ფისი ქერქის ზედაპირზე საიმედო დამცავ ბარიერს ქმნის, რომელიც დაჭრილ ხეს ქერქიჭამია ხოჭოებისა და პათოგენი მიკრობების შიგნით შეღწევისგან იცავს.

ფისის სასარგებლო თვისებები არა მხოლოდ ხისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც აქტუალურია. უძველესი დროიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არატრადიციულ მედიცინაში ნატურალური ნივთიერება უნიკალური შემადგენლობის და სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრის გამო ბევრი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის აქტიურად გამოიყენება.

ფისის სახეობა

ფისის სახეობა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან,თუ კონკრეტულად რომელი ხიდან აიღეს წებოვანი ნივთიერება. ასე განასხვავებენ ფიჭვის, ნაძვის, კედრის, სოჭის ფისს, ასევე ლარიქსიდან მიღებულ ფისს. თითოეული ფისი ბიოქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

ფისის შემადგენლობა

და მაინც, ნებისმიერი სახის ფისის შემადგენლობაში აუცილებლად გვხდება აქროლადი ნივთიერება (მონოტერპენები), რომლის საფუძველზეც აწარმოებენ სკიპიდარს, ასევე დიტერპენს და სესკვიტერპენს. გარდა ამისა, ფისში შედის ფისოვანი (რეზინის) მჟავები, მათ შორის აბიეტინის, დეჰიდროაბისტინის, დექსტროპიმარის, ლამბერტიანის, ლევოპიმარის, პიმარის, საპინის მჟავები და სხვა. ისინი ფისის დუღილისას კანიფოლს ქმნიან.

დამატებით ფისის შემადგენლობაში ნაპოვნია უფერო სპირტები რეზინოლები, რეზინოტანოლები (ანუ შეღებილი სპირტი, რომელიც ტანინების რეაქციებს წარმოადგენს), რთული ფისოვანი ეთირები, D და C ვიტამინები, ქარვის მჟავა, ცხიმოვანი მჟავები, ასევე ზოგიერთი მცენარეული წარმოშობის მინარევი.

ფისის სარგებელი

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ფისს საკვებში საჭმლის მომნელებელი პროცესების სხვადასხვა დარღვევის დროს იყენებდნენ. გარდა ამისა, ამ სასარგებლო ნივთიერებას ფილტვების და თირკმლების დაავადებების, სხვადასხვა დაზიანების, რევმატიზმის და კანის ზედაპირის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

ჩინური ხალხური მედიცინა ირწმუნება, რომ ფისი სასარგებლოა არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ, არამედ ეფექტური მცენარეული საშუალებაა კბილის და თავის ტკივილის გასაქრობად.

ფისის ზიანი

გახსოვდეთ, რომ ამ ძვირფასს ფისს რიგი უკუჩვენებები აქვს. კერძოდ, ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. თავად ფისი, ასევე მასზე დაფუძნებული სამკურნალო–პრევენციული საშუალებები ორსულობის დროს და 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არაა.

frenis kompensacia
frenis kompensacia