ნივრიანი და ლიმონიანი ზეთი სისხლძარღვებისთვის უებარი საშუალებაა

1061

ნივრიანი და ლიმონიანი ზეთი სისხლძარღვებისთვის უებარი საშუალებაა

Რეცეპტი ძველია და აპრობირებული. სცადეთ - მიიღეთ სარგებელი არა მხოლოდ სისხლძარღვების, არამედ ჯანმრთელობის ზოგადი ხელშეწყობისთვის.

ნივრის ზეთი ხსნის:

  • თავის ტვინის,  სისხლძარღვების სპაზმებს,
  • გულის კრუნჩხვებს,
  • ხსნის სუნთქვის უკმარისობას,
  • სკლეროზის პროფილაქტიკას ახდენს.

ძველი დროიდან, ნიორი ერთ-ერთ საუკეთესო ანტისეპტიკად ითვლება. გარეგნობითა და სუნით ბევრისთვის ამაზრზენი ბოსტნეული მცენარეულ საშინაო აფთიაქში ლამის პირველ ადგილზე დგას.

ნივრით მკურნალობაზე უარი უნდა თქვან მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობის შემთხვევაში.

ნიორი გავნებთ ბუასილის გამწვავების დროსაც. მისი პრეპარატების მიღება აკრძალულია ეპილეფსიის, ფეხმძიმობის, ჭარბი წონის, სიმსუქნის დროს.

ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებისთვის და ამასთანავე ეს ნივთიერება არის ანტიბაქტერიული ძალის მატარებელიც.

ლიმონი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიმონი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს და ფოსფორს.

ზეითუნის ზეთი შეიცავს B, D და K ვიტამინებს, შაქარს, პექტინებს, კაროტინს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებას (კერძოდ, ეხმარება ორგანიზმს მაძღრისობით გამოწვეული უსიამოვნების შედეგებთან გამკლავებაში და ხელს უშლის წონაში მომატებას).

ამაგრებს ჩონჩხს, ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულების, დაჟეჟილობის განკურნებას. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონესა და მისი ბალთების წარმოქმნას, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

სახლში დამზადებული ნივრის ზეთის ხალხური რეცეპტი:

გახეხეთ 1 საშუალო ზომის ნიორი. გადაიტანეთ მინის კონტეინერში და დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. განათავსეთ იგი მაცივრის ქვედა ნაწილში.

Მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ოდნავ გაჭერით და 1 ჩ.კ  ლიმონის წვენი გამოწურეთ.

ჩაის კოვზიდან ჩაასხით წვენი სუფრის კოვზში და დაამატეთ იქვე ჩაის კოვზი ნივრის ზეთი.

დლიეთ  დღეში 3-ჯერ  ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჯანმრთელობის გაუმჯობესების კურსი - 1-დან 3 თვემდე. შეისვენეთ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ისევ გაიმეორეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia