რა როლი აქვს წყალს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზაფხულში?

597

რა როლი აქვს წყალს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზაფხულში?

წყალი – ეს არის წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორულით გამოისახება – H2O. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70% შეადგენს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბუნებრივი წყალი, რომელიც ჟანგადის გარდა სხვა სასარგებლო ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს და გარკვეული რაოდენობით რადიოაქტიურ გამოსხივებას.

გარდა ამისა, თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ბუნებრივი წყალი იწვევს განსაკუთრებულ, აუცილებელ სასიცოცხლო და იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში.

წყლის როლი ნივთიერებათა ცვლის პროცესში:

ადამიანის ორგანიზმში მუდამ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამავდროულად წყალი გამოდის ორგანიზმიდან:

  • ფილტვებიდან ორთქლის სახით – 600გრ. დღეღამეში.
  • ოფლის სახით გამოიყოფა სხეულის ზედაპირზე მდებარე 3 მილიონი ფორიდან – 600გრ.
  • შარდმდენი ორგანოებიდან – 1300-1500გრ.
  • სწორი ნაწლავიდან – 1100გრ.

წყლის ნორმა 3500გრ.-ია დღეღამეში. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ეს რაოდენობა ინდივიდუალური აქვს, ამიტომ ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის საჭიროა იმ რაოდენობის სითხის მიღება, რამდენიც გამოიყოფა ორგანიზმიდან.

დაიმახსოვრეთ: ის ვინც არ სვავს წყალს, საშუალებას აძლევს გადამუშავებულ ნარჩენებს უჯრედებში და სისხლძარღვებში დაგროვდეს, აჩქარებს სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას – ასეთია ცხოვრების კანონი.

წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გარემო ტემპერატურასთან შესაბამისობაში, აქტიურ როლს თამაშობს ცხიმების ცვლაში, გამოდევნის ცხიმს ოფლთან ერთად და ასეთი სახით ნივთიერებათა ცვლის მუდმივობას უზრუნველყოფს.

საკმარისი რაოდენობის წყლის სმა ამცირებს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობას. ნივთიერებათა ცვლის შედეგად ორგანიზმში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება.

წყლის გარეშე საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიწოვს ამ მავნე ნივთიერებებს. რათა არ მოხდეს ორგანიზმის მოწამვლა, ხდება სისხლძარღვების შევიწროვება, რის გამოც მაღლა იწევს წნევა.

ეს დაავადება არ არის, როგორც ჩვეულებრივ თვლიან, არამედ ბუნების მკურნალი ძალების მუშაობაა. ამიტომ წამლების მიღების ნაცვლად, წნევის აწევის დროს, უმჯობესია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა ან 2-3 დღიან შიმშილზე გადასვლა, მაგრამ თან აუცილებელია წყლის სმა!

როგორი წყალი დავლიოთ?

ყველაზე საუკეთესო ბუნებრივი წყალია. თუმცა სანამ ასეთი წყლის სმაზე გადახვალთ, ჯერ მისი ხარისხი უნდა განსაზღვროთ. ყველაზე კარგია თუ გაფილტრავთ.

თუ წყლის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, უნდა აადუღოთ ის, გააგრილოთ და დაასხათ მჟავე კენკროვანებს – შტოში, მოცვი, ქაცვი, ვაშლის კანს ან შუაგულს. მას შემდეგ რაც წყალი ცოტა დადგება, მისი სმა უკვე შეგიძლიათ.

ძალიან სასარგებლოა წყლის ნაცვლად ჟოლოს, ასკილის, შავი მოცხარის, ხურმის ფოთლების ნაყენის სმა. ამ ნაყენს ჩაის მსგავსად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზი ფოთლები 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. 6 წუთით აყენებენ და სვავენ დღეში 2,5-3 ლიტრს.

ზამთარში ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტების და ვიტამინების რესურსია. უბრალოდ ადუღებული წყალი მკვდარია, მასში არაა ენზიმები (ფერმენტები), ხოლო მინერალური მიკროელემენტები სახეშეცვლილია.

ამიტომ რეკომენდირებულია წყლის გამწმენდი ფილტრების ყიდვა, თუ არ არის ფილტრი, მაშინ შეიძლება 1 ჭიქა აუდუღებელ წყალზე 1 წვეთი იოდის ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ან ლიმონის (შეიძლება თაფლთან ერთადაც) დამატება. არცერთი მიკროორგანიზმი არ ცხოვრობს მჟავე გარემოში.

frenis kompensacia
frenis kompensacia