ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი სარეველაა! თურმე ვცდებოდი. შესანიშნავი სამკურნალო მცენარე ყოფილა.

1170

ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი სარეველაა! თურმე ვცდებოდი. შესანიშნავი სამკურნალო მცენარე ყოფილა.

დანდური საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება,  სამზარეულოში მას იყენებენ როგორც მოხარშულს ასევე ცოცხალს ,ამზადებენ სხვადასხვა სალათებს ,ასევე ამარილებენ და ამწნილებენ ზამთრისთვის. ძალიან უხდება ხორცეულს მისატანებლად.

დანდური ძალიან მარგებელია და მისი გამოყენება საკვებად სასარგებლოა ,ის აძლიერებს იმუნიტეტს ითვლება როგორც ორგანიზმის გამწმენდად , მსუბუქ შაქრის დამწევად და დაბალი წნევის ამწევად. მასში უხვად მოიპოვება A ვიტამინი რომელიც კარგი მხედველობის გარანტია, ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს, მდიდარია როგორც C ვიტამინით ასევე B3  და E ვიტამინებით.

დარდუნის შემადგენლობაში  შედის:კალიუმი,კალციუმი.რკინა ,თუთია ,ნატრიუმი. ასეთი შემადგენლობის მქონე მცენარე უდავოდ სასარგებლოა თქვენი ჯამრთელობისთვის. უარყოფით ჩვენება ექნება მაღალწნევიანევში და სიფრთხილეა საჭირო.

სამკურნალო თვისებების გამო დანდურს ძველთაგანვე გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს. ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივია ჭრილობის ან დაზიანებული კანის ჩამოსაბანი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოვამზადოთ:

ერთ ჩაის კოვზ დანდურის თესლს დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დავდგათ. გაგრილების შემდეგ გავწუროთ. ასეთი სითხით დაზიანებული ადგილები დღეში 3-4-ჯერ ჩამოვიბანოთ.

დანდურის თესლი შემოდგომაზე შეგიძლიათ აიღოთ და შეინახოთ. მართალია, ის საკმაოდ გავრცელებულ სარეველად ითვლება, მაგრამ შესაძლებელია, ხშირი გათოხნის შედეგად ნაკლებად შეგვხვდეს ან სულაც გადაშენდეს. ამიტომ სასურველია, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში „დანდურის კუთხე“ გვქონდეს.

დანდურს ხალხურ მედიცინაში ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებადაც იცნობენ. ამასთან მცენარის წვენს აქვს ნაღველმდენი და ასევე გამაგრილებელი თვისებები, გამოიყენება თირკმელების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის სამკურნალოდ.

ერთი პროფესორის განმარტებით, დანდურის თესლი ინიშნება სიცხის დასაწევად და ასევე შედის მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალო ხალხურ საშუალებებში.

არსებობს დანდურის სამკურნალო ნაყენის დამზადების რამდენიმენაირი რეცეპტი:

სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის — ორ სუფრის კოვზ ახლად დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ 1–2 სუფრის კოვზის ოდენობით;

ქერტლის სამკურნალოდ — ერთ სუფლის კოვზ ხმელ დანდურს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. 10 წუთი რომ გავა ჩამოიბანეთ უვეულებრივი შამპუნითა და წყლით.

frenis kompensacia
frenis kompensacia