6 პროდუქტი, რომლის მიღება მუცლის შებერილობას სამუდამოდ დაგავიწყებთ

4456

მუცლის შებერილობას აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. ამ საკმაოდ გავრცელებული სიმპტომის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის დარღვევა ან მათი ჭარბი წარმოქმნაა. მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

ჩვენ გირჩევთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც დაგეხმარებთ, რომ მსგავსმა პრობლემამ არ შეგაწუხოთ.

კიტრი

რადგან კიტრი ძალიან წყლიანი და წვნიანია ის შარდმდენ პროდუქტად მიიჩნევა. ეს კი დაგეხმარებათ, რომ დილით გაღვიძებისას არ გრძნობდეთ თავს დამძიმებულად.

იოგურტი

იოგურტი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ პრობიოტიკებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საკვების მონელებას.

სატაცური

სატაცური ძალიან ნოყიერია და ვიტამინებითაა სავსე. ის ორგანიზმს ტოქსინებისგან გასუფთავებაში ეხმარება. მის შემადგენლობაში ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სავსეა საჭირო მინერალებით.

ბანანი

ბანანი სავსეა კალიუმით. რომელიც ორგანიზმში ნატრიუმის დოზას ანეიტრალებს. ბანანის საღამოს მიღება დაგეხმარებათ იმაში, რომ მეორე დილით თავი მსუბუქად იგრძნოთ.

კოჭა

კოჭას ფესვები განსაკუთრებით სასარგებლოა ამ შემთხვევაში. საჭმლის მონელებას ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გარდა ამისა მას შეუძლია, რომ გულისრევის შეგრძნება ადვილად გააქროს.

ყურძენი

ყურძენი ძალიან წვნიანი ხილია, რომელიც არ აძლევს ორგანიზმს გამოშრობის საშუალებას. ის განსაკუთრებით მარგებელია დიაბეტით და სიმსუქნით დაავადებული ადამიანებისთვის.

Facebook კომენტარები