ტერფის ვალგუსური დეფორმაცია – Hallux Abducto Valgus – ანუ ბუნიონი, გამოხატულია კოსმეტიკური დეფექტით და ხასიათდება ტერფის ცერა თითის გადახრით მომდევნო თითებისკენ. ეს ხშირად გამოწვეულია მაღალ ქუსლიანი, ან არაკომფორტული ფეხსაცმლით. არსებობს რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
დაფნის ფოთლის ჩაი
300 მილიგრამ წყალს 1 ს/კ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი შეურიეთ. მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, მიღებული ჩაი თერმოსში გადაასხით და ღამით დატოვეთ. დილით ჩაი გადაწურეთ. დალიეთ ნარევი დღის განმავლობაში. არ დალიოთ ერთიანად.
ეს პროცედურა 3 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ. ყოველდღე ახალი სასმელი მოამზადეთ. მკურნალობა 1 კვირის შემდეგ გაიმეორეთ. სასმლის მიღების 10 დღის შემდეგ შედეგს შეამჩნევთ და სახსრების ტკივილიც გაქრება. მკურნალობას თავს სდევს ხშირი შარდვა. თუ მკურნალობას 2 თვის განმავლობაში გააგრძელებთ, მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესებას იგრძნობთ.