იცით, როგორ უნდა მოხარშოთ ასკილი სწორად რომ შინარჩუნოს სამკურნალო თვისებები?

1465

იცით, როგორ უნდა მოხარშოთ ასკილი სწორად რომ შინარჩუნოს სამკურნალო თვისებები?

რეცეფტი

  1. ასკილი (10-15 ცალი) უნდა გარცხოთ კარგად.
  2. მოათავსეთ ასკილი მინის ჭურჭელში ან თერმოსში. გაითვალისწინეთ რომ არ უნდა გაუკეთოთ ლიმონი.
  3. დაასხით ცხელი წყალი (0,5 ლ), რომლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს  60 გრადუს.
  4. თუ შესაძლებელია შეფუთეთ, განათავსეთ თბილ ადგილას.
  5. დალიეთ სასმელი 12 საათის გასვლის შემდეგ.

ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, დადგით გასაცივებლად 2 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში, ჭამის წინ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.

ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში), ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად, გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

Მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ  10-15 ასკილი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას.  არ გადააჭაებოთ მითითებულ დროზას, რადგან უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.

ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვილი ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.

ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.
თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.

სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ.

ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia