5 აუცილებელი პროდუქტი რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას

1062

5 აუცილებელი პროდუქტი რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას

ყველა ადამიანი ბრწყინვალე მეხსიერებით არ იბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი მარტივი ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ მეხსიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ ადამიანების 80 % რამდენიმე დღეში ივიწყებს ახლად მიღებულ ინფორმაციას. მთავარი დაბრკოლება მეხსიერების შენარჩუნებისთვის არაკონცენტრირებულობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად ფიქრია.

იმისათვის, რომ შეინახოთ გონებაში კონკრეტული ინფორმაცია, საჭიროა მთელი თქვენი ყურადღების მასზე ფოკუსირება.

შეგიძლიათ დაიხმაროთ გამოცდილი ხერხები ინფორმაციის ჩაწერიდან დაწყებული მასთან ემოციური კავშირის დამყარებით დამთავრებული.

ასევე კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სახის პროდუქტებს მივიღებთ. გაგაცნობთ 5 მნიშვნელოვან საკვებს, რომელთა მიღებაც მნიშვნლოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას.

Როზმარინი

როზმარინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კარნოზინის მჟავით, რომელიც აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვთა ქსოვილს. კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინის სუნიც კი აუმჯობესებს მეხსიერების მუშაობას.

ცხიმიანი თევზი

ორაგული, სკუმბრია, ხალიბუტი და ქაშაყი შეიცავს ომეგა -3 მჟავებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და სასარგებლო გავლენას ახდენენ ტვინის სისხლძარღვებზე. თევზი ასევე შეიცავს იოდს, რომელიც აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას.

Ბროკოლი

K ვიტამინისა და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას. ასევე, კომბოსტო შეიცავს ბარიუმს, რომლის ნაკლებობა იწვევს ტვინის აქტივობის შემცირებას.

სტაფილო

სტაფილო ანელებს სხეულის დაბერების პროცესს, თავის ტვინის ჩათვლით. ლუტეოლინი, სტაფილოს ნივთიერება, ეხმარება მეხსიერების უჯრედების ნაადრევი სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნიგოზი

თითქმის ყველა ეს პროდუქტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ლუტეოლინს.ის ათავისუფლებს თავის ტვინში ასაკისა და უარყოფითი გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ ანთებას, ხელს უშლის კონცენტრაციის დაქვეითებას, მეხსიერების დაქვეითებას, ამცირებს თავის ტვინში მავნე ნივთიერებების გამომუშავებას და ხელს უწყობს ნეირონების გადარჩენას ბაქტერიული ტოქსინების ზემოქმედების შემდეგ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia