შეშუპებული და ჩაშავებული კანი თვალების ირგვლივ შეგიძლიათ ამ მარტივი ინგრედიენტების გამოყენებით სამუდამოდ დაივიწყოთ

8004

შეშუპებული და ჩაშავებული კანი თვალების ირგვლივ შეგიძლიათ ამ მარტივი ინგრედიენტების გამოყენებით სამუდამოდ დაივიწყოთ

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა დღევანდელ რეალობაში. შეშუპებული, ჩაშავებული უპეებით ალბათ ხშირად გაგღვიძებიათ.

თვალებქვეშ გაჩენილი ტომრები ზოგჯერ მართლაც ყურადსაღები ნიშანია, რადგან შესაძლოა, რომელიმე დაავადებას ახლდეს თან, მაგრამ უმეტესად ისინი მხოლოდ ასაკის მატებაზე მიუთითებს.

თვალების გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის – ქუთუთოების დამჭერი კუნთები, დროთა განმავლობაში სუსტდება, კანი ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ჩამოდის და მათ შესივებულის მსგავს შესახედაობას აძლევს.

თვალებქვეშ ზოგჯერ სითხეც გროვდება და შეშუპების სურათს აძლიერებს. დგება დღე, როცა სარკიდან ციმციმა, სიცოცხლით სავსე თვალების ნაცვლად შეშუპებული, დაღლილი თვალები შემოგყურებთ.

თვალებქვეშ ტომრების გაჩენას იწვევს:

სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ ნესტიან დღეებში), ჰორმონული ფონის ცვლილება, მარილიანი საკვები;

ძილის უკმარისობა;

ალერგია, დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესივებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი);

მემკვიდრეობითი განწყობა (ეს ფიზიოლოგიური თავისებურება შესაძლოა სისხლით ნათესავებსაც ჰქონდეთ).

1. აიღეთ გვირილის ჩაის 2 პაკეტი, დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი და დაელოდეთ გაციებას. მომზადებული ნაყენით გააჯერეთ ბამბის 2 ტამპონი, დაახუჭეთ თვალები და დაიფინეთ. დამამშვიდებლი ტამპონები გაიჩერეთ 15 წუთი.

2. სასურველი შედეგის მისაღწევად აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გათალეთ, დაჭერით თვალის ზომის თხელ ნაჭრებად. შემდეგ დაიფინეთ დახუჭულ ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. კარტოფილი თვალების გარშემო მუქი წრეების სამკურნალოდ საოცრაად ეფექტური საშუალებაა.

3.  ნახევარი კიტრი გასაციებლად შედეთ მაცივარში, შემდეგ კი  დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე. კიტრს აქვს გამაგრილებელი ეფექტი, რისი წყალობითაც მუქი ტომრები ადვილად ქრება.

4. აიღეთ მინის ქილა, ჩაყარეთ მუჭა ვარდის ფურცლები და დაამატეთ ნუშის ზეთი. ქილას თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 24 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და გადაასხით ბოთლში. მუქი წრეების საწინააღმდეგო საშინაო საშუალება მზად არის. მომზადებული ნაზავით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და 20 წუთის განმავობაში დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე.

5. საშუალო ზომის ვაშლისგან მოამზადეთ პიურე. 10 წუთი დაელოდეთ გაგრილებას. აიღეთ სუფთა ქსოვილი, დაიტანეთ მომზადებული მასის მცირე ნაწილი და რამდენიმე წუთი  დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე.

6. დაიფინეთ შეშუპებულ თვალებზე ცივი წყლის კოპრესები და გაიჩერეთ 3-5 წუთი. ამ მეთოდის საშუალებით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სწრაფად შეიმცირებთ შეშუპებას.

frenis kompensacia
frenis kompensacia