რისი განკურნება შეუძლია ბარაქის ხეს სწრაფად და ეფექტურად?
ბევრმა შენიშნა, რომ ბარაქის ხე ჯანმრთელობის საზომს წარმოადგენს. თუ ვინმე სერიოზულად დაშავდა იმ სახლში, სადაც ეს მცენარე იზრდება, მაშინ ის ცოტათი იწყებს აქერცლას, ხოლო ფოთლები ყვითელდება ან შეიბღალება.
როგორც ჩანს, მცენარე უარყოფით ენერგიას შთანთქავს. როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება, ფულის ხეც სიცოცხლისთვის გადარჩენას იწყებს.
ალბათ არც იცოდით, რომ ეს საოცარი მცენარე მწვანე აფთიაქია. ბარაქის ხეს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშიერებული პრობლემების გადაჭრაში.
დღეს მოგიყვებით ბარაქის ხის სამკურნალო შესაძლებლობებზე.
1. ჰერპესი ტუჩებზე
ტოლსტიაკას რამდენიმე ფოთოლს გამოწურეთ წვენი და წაისვით გამონაყარზე ან დაიფინეთ გაჟღენთილი მარლის საფენი. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 30 წუთში.
2. ართრიტი, ართროზი
ბარაქის ხის 10-15 ფოთოლი გაწურეთ და ძილის წინ წვენი შეიზილეთ სახსრებზე.
3. ბუასილი
დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი. ტკივილი დაუყონებლივ გაგივლით.
4. დამწვრობა, სისხლჩაქცევები ჭრილობები, აბცესი
ბარაქის ხის ფოთლები დანაყეთ, დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ.
5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული
მშიერ კუჭზე შეჭამეთ (საფუძვლიანდ დაღეჭეთ) ტოლსტიაკას 2 ფოთოლი.
6. პოლიონეფრიტი, ცისტიტი
გაატარეთ ბარაქის ხის 5 ფოთოლი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
7. ანგინა და ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ანთება)
აიღეთ ტოლსტიაკას 10 ფოთოლი, გამოწურეთ წვენი, გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში და გამოივლეთ ყელში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-5-ჯერ.
დაიმახსოვრეთ !
ეს მცენარე შეიცავს დარიშხანს მაღალი კონცენტრაციით, ამიტომ შინაგანი მოხმარების დროს ნუ გამოიყენებთ ბოროტად, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთლობაზე.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.