ამ სასწაული რეცეფტით დავამარცხე ბრონქიტი სახლის პირობებში

876

ამ სასწაული რეცეფტით დავამარცხე ბრონქიტი სახლის პირობებში

ბრონქები სასუნთქი გზების ნაწილია, დატოტვილი მილების სისტემა, რომლის საშუალებით ჰაერი ტრაქეიდან (სასულედან) ფილტვებს მიეწოდება. ბრონქიტი კი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ.

რა იწვევს ბრონქიტს? 

უმეტესად – ვირუსი. მას ავრცელებს დაავადებული ადამიანი ხველის დროს. შესაძლებელია ინფიცირება ვირუსით დაბინძურებული ხელის პირზე, ცხვირზე, თვალზე მიდებითაც.

ბრონქიტის გამომწვევი ვირუსებია: რინოვირუსი, კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რს-ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი.

რა ნიშნები ახასიათებს ბრონქიტს?

ვინაიდან მწვავე ბრონქიტი უმეტესად რესპირაციული ვირუსებით არის გამოწვეული, ხშირად მას წინ უძღვის ამ ინფექციებისთვის დამახასიათებლი სიმპტომები: შემცივნება, სუსტი ცხელება, სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხმის ჩახლეჩა. თავად ბრონქიტი ლორწოვანის გაღიზიანების გამო მშრალი ხველით იწყება. მისი სხვა სიმპტომებია:

  • თეთრი, ყვითელი ან მომწვანო ფერის ნახველი;
  • თავის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • 37-38-გრადუსიანი ცხელება;
  • ქოშინი;
  • მტკივნეულობა და დაჭიმულობა მკერდის არეში;
  • ხიხინი (სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვისას).

ამ ნიშნებიდან ბრონქიტისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ხველა. ბრონქების ლორწოვანის ანთებისა და შეშუპების გამო ბრონქში ჰაერის გავლა გაძნელებულია, ჰაერის დეფიციტი აღიზიანებს ლორწოს წარმომქმნელ უჯრედებს და უფრო მეტი ლორწოს წარმოქმნას უწყობს ხელს, ამიტომ ჩნდება უხვი ნახველი.

ხშირად პატარებს უჭირთ ნახველის ამოღება, ყლაპავენ მას. ჩაყლაპულ ნახველს აღებინებენ, ან ის განავალს მოყვება და ამ შემთხვევაში მცირე ფაღარათს იწვევს.

დღეს გასწავლით რეცეპტს, რომლის ყველა იგრედიენტი ნატურალურია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტებისგან განსხვავებით, მათ უკუჩვენება არ აქვს.

საჭირო იგრედიენტები:

  • რძე 250 მლ
  • კარაქი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • საკვები სოდა მეოთხედი ჩ. კ.
  • კვერცხის გული 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. აადუღეთ რძე და გააციეთ.
  2. დაამატეთ კარაქი (შეგიძლიათ კაკოს კარაქი) და თააფლი.
  3. კარგად აურიეთ.
  4. დაამატეთ სოდა, კვერცხის გული და კარგად შეურიეთ.
  5. უროსებს შეუძლიათ სურვილისამებრ დაამატონ 1 დესერტის კოვზი კონიაკი.

ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული ნარევი გაგათავისუფლებთ შემაწუხებელი ხველისგან. ეს  ბრონქიტის სამკურნალო უებარი საშუალებაა.

frenis kompensacia
frenis kompensacia