მარტივად მოსამზადებელი ფაფა, რომელიც გაწმენდს ორგანიზმს და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. მე ყოველ დილით მივირთმევ მას

3376

მარტივად მოსამზადებელი ფაფა, რომელიც გაწმენდს ორგანიზმს და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. მე ყოველ დილით მივირთმევ მას

არსერთი ადამიანი არ არის დაცული ტოქსინებისგან. ისინი ჩვენს ორგანიზმში საკვების, ჰაერის, წყლის, კოსმეტიკის, წამლების და ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გროვდება.

ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად არის აღჭურვილი დეტოქსიკაციის მექანიზმებით – კანი, საკვების მომნელებელი სისტემა, თირკმლები და  ფილტვები გამუდმებით ათავისუფლებენ სხეულს არასასურველი ნივთიერებებისგან.

21-ე საუკუნეში ადამიანს უამრავ სხვადასხვა ტიპის ტოქსინთან უწევს ურთიერთობა. ჩვენი ორგანიზმი არ არის ამდენი რაოდენობის ტოქსინებთან გამკლავებისათვის შექმნილი.

არასასურველი ნივთიერების მოსაშორებლად ორგანიზმის უამრავი შიდა რესურსი იხარჯება. მაგალითად, ტოქსინებისაგან გათავისუფლება მინერალების და ფერმენტების საშუალებით ხდება.

ეს სასიცოცხლო ნივთიერებები ორგანიზმმა სხვა სასიცოცხლო პროცესებს უნდა მოაკლოს. ტოქსინები ასევე მოქმედებენ ორგანიზმის მჟავა/ტუტოვან ბალანსზე და მეტაბოლურ პროცესებზე.

როდესაც ორგანიზმი დატვირთულია ტოქსინებით  სათანადოდ არ მუშაობს მომნელებელი სისტემა, დარღვეულია მჟავა/ტუტოვანი ბალანსი, დახშულია დეტოქსიკაციის არხები.

ადამიანს უჩნდება სიმპტომები – ჭარბი წონა, ალერგიები, თავის ტკივილები, კანის, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დაბინდული გონება, ანთებითი პროცესები, შეშუპება, დაბალი ენერგია და ენთუზიაზმი.

მოამზადეთ ყოველდღე ჯანსაღი საუზმე და შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას მავნე ტოქსინებისგან, თავს უკეთესად იგრძნობთ. სისტემატური მიღების შემდეგ გაიწმინდება ნაწლავები, კანიც გაჯანსაღდება.

დღეს გაგიზიარებთ შესანიშნავ რეცეფტს, რომელიც ძალიან მარტივი და ბიუჯეტურია სახლის პირობებში დასამზადებლად.

რეცეფტისთვის საჭირო იგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • უცხიმო იოგურტი 300 მლ
  • შავი ქლიავი 3 ცალი
  • კაკაო 1/3 ჩ. კ.
  • სელის თესლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. უმჯობესია თუ საუზმეს საღამოს მოამზადებთ. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. აიღეთ ცალკე ჭურჭელი, ჩაყარეთ შვრიის ფანტელი, კაკაო და სელის თესლი, დაამატეთ უცხიმო იოგურტი. შავი ქლიავი ამოიღეთ წყლიდან, გააგრილეთ, წვრილად დაჭერით და დაამატეთ დანარჩენ იგრედიენტებს. მომზადებული საშუალება გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
  2. დილით გამოიღეთ მაცივრიდან და საუზმეც მზად გაქვთ. მკურნალობის დაწყებიდან ერთ კვირის შემდეგ შედეგიც გექნებათ.

მოამზადეთ საღამოს და მეორე დილას მიირთვით ვიტამინებით გაჯერებული საუზმე.

frenis kompensacia
frenis kompensacia