იცოდით, რომ ძირა ბევრი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა? გაიგეთ მეტი ამ სურნელოვანი სანელებლის შესახებ

4267

იცოდით, რომ ძირა ბევრი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა? გაიგეთ მეტი ამ სურნელოვანი სანელებლის შესახებ

ძირას თესლი შეიცავს ფიტოსტეროლს, რაც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ძირას თესლის შემადგენობაში შესული კუმინალდეიდს, თიმოლს და ფოსფორს აქვთ ძლიერი დეტოქსიკაციის უნარი და ეხმარებიან ორგანიზმს ტოქსნებისგან განწმენდაში, თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ა.შ

  1. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას.
  2. ამცირებს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში.
  3. აძლიერებს პერისტალტიკას.
  4. იყენებენ ატონიის სამკურნალოდ.
  5. გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები.
  6. გამოიყენება ნაწწლავთა მეტეორიზმის დროს.
  7. ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
  8. აძლიერებს რძის სეკრეციას.
  9. გააჩნია სპაზმოლიზური თვისებები.
  10. ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას.
  11. თრგუნავს საშვილოსნოს შეკუმშვას.
  12. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  13. აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას.
  14. ასტიმულირებს თირკმლის მუშაობას.
  15. იყენებენ გაციების და მშრალი ხველის დროს.
  16. აქვს შარდმდენი ფუნქცია.
  17. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
  18. გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
  19. გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების, ასთმის, ბრონქიტის სამკურანლოდ.

ძირას ქიმიური შემადგენლობა: 
ვიტამინები – A, B1, B2, B3, B6, B9, B12, C, D, E, K.

მიკრო ელემენტები – რკინა(Fe), მანგანუმი(Mn), თუთია(Zn).

მაკრო ელემენტები – კალციუმი(Ca), კალიუმი(K), მაგნიუმი(Mg), ფოსფორი(P), ნატრიუმი(Na).

1. ძირა შეგიმსუბუქებთ კუჭის პრობლემებს

თუ თქვენ კუჭის პრობლემები გაქვთ თანაბარი რაოდენობით აიღეთ ჯანჯაფილის ფხვნილი, ძირა, შავი პიმპილი, მარილი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნრევის 1 ს. კ. გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში, დალიეთ ჭამის შემდეგ და იგრძნობთ შეღავათს.

2. გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან

მოამზადეთ სამკურნალო ნარევი, რომლის ძირითადი იგრედიენტი ძირაა. აიღეთ 400 მლ წყალი, დაამატეთ 15 გრ ძირა, კაარგად აურიეთ და დალიეთ 20-40 მლ. მომზადებული საშუალება უმოკლეს დროში გაგათავისუფლებთ ჭიებისგან. ნარევი მიიღეთ დილა-საღამოს.

3. ქრონიკული ღებინების წინააღმდეგ

იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ამ არასასურველ პრობლემას 1 ს. კ. მოხალული ძირა შეურიეთ თაფლს და მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ.

4. გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალება

ძირა უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად გამოდევნის ნახველს, გაგათავისუფლებთ ხველისგან და შეგიმსუბუქებთ გაციების სიმპტომებს. ძირის რამდენიმე მარცვალს დაასხით 100-200 მლ წყალი და აადუღეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

5. უძილობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება

დაჭყლეტილ ბანანს დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. მოხალული ძირა და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი მიიღეთ სადილის შემდეგ და თქვენ ახალშობილივით დაიძინებთ.

6. გაგათავისუფლებთ მუცლის ტკივილისგან

იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ მუცლის ტკივილისგან დალიეთ 3 გრ ძირის ფხვნილისა და თბილი წყლის ნარევი.

7. ძირა ანემიის წინააღმდეგ

თუ თქვენ რკინის დეფიციტი გაქვთ, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით ან ფეხმძიმედ ხართ, მიიღეთ ძირა, რადგან ის რკინის ბუნებრივი წყაროა და შეივსეთ მისი დეფიციტი.

8. ღვიძლის გამწმენდი საშუალება

ძირის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობას. ძირა ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის საუკეთსო საშუალებაა. გამოიყენეთ ძირისა და წყლის ნარევი და გაიწმინდეთ ღვიძლი ტოქსინებისგან.

9. ყაბზობა

იმისათვის რომ თავი დააღწიოთ ყაბზობას, თანაბარი რაოდენობით აიღეთ ჯანჯაფილის ფხვნილი, ძირა, კარი და შავი პილპილი, დაამატეთ მარილი, ზეთი და აურიეთ. მომზადებული საშუალება მიიღეთ ბრინჯთან ერთად და გათავისუფლდით ყაბზობისგან.

10. დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება

სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1 ჩ. ჭ. წყალი გაჯერებული ძირის ფხვნილით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს  ჯანმრთელობაზე.

Facebook კომენტარები