თქვენ იცით, რომ სისხლის სწორ ცირკულირებას ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს? რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?
ზუსტად სისხლის მიმოქცევის საშუალებით მკვებავი ნივთიერებები, მინერალები და ჟანგბადი აღწევს სხეულის სხვადასხვა ორგანომდე. გარდა ამისა, სისხლის სწორი ცირკულირება ხელს უწყობს უჯრედების გამრავლებას და ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.
გარდა იმისა, რომ საჭიროა ორგანიზმის მომარაგება საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად უნდა დავკავდეთ სპეციალური ვარჯიშებით.
რეგულარული მასაჟი ეხმარება სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და აწვდის მას მთელ სხეულს.მომადუნებელი მასაჟი მთელ სხეულზე აფართოვებს სისხლძარღვებს, ეს კი ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას. ხელზე დაისხით ზეითუნის, ქოქოსის ან მინდალის ზეთი, დაისრუსეთ ხელის გულები.
კარგია თუ რამდენიმე წვეთ როზმარინის ზეთსაც გამოიყენებთ. ნაზი პროპორციული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ხელებზე, ტერფებზე, ფეხებზე და სხვადასხვა სხეულის ნაწილზე როგორც მაოხერხებთ.
მასაჟის შემდეგ რამდენიმე წუთით წამოწექით და დაისვენეთ. გაიმეორეთ პროცუდურა კვირაში რამდენჯერმე.
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ყველაზე მარტივად მოსამზადებელი ნატურალური სასმელი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი
- 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე
- მიწკვი შავი ან წითელი წიწაკა (დაფქული)
ინსტრუქცია:
ოდნავ შეათბეთ რძე, დაუმატეთ მას ორივე ინგრედიენტი და კარგად მოურიეთ. მიირთვით ეს სასმელი თბილ მდგომარეობაში ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. გემოს გაუმჯობესების მიზნით, სასმელში ერთი კოვზი თაფლის დამატებაც შეგიძლიათ.
მიირთვით კურკუმიანი რძე ყოველდღიურად იქამდე, სანამ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდებათ. ეს სასმელი არა მხოლოდ აღადგენს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, არამედ ხსნის ფეხების შეშუპებას, სიმძიმისა და დისკომფორტის განცდას.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.