რომელი ნატურალური პროდუქტები გვეხმარება გულძმარვის წინააღმდეგ ბრძოლაში?

211

რომელი ნატურალური პროდუქტები გვეხმარება გულძმარვის წინააღმდეგ ბრძოლაში?

გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით.

მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი.

საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის

ამ საკვები პროდუქტების ყოველდღიურად მიღებით მოხდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირება და კუჭის მომატებული მჟავიანობის დამარცხება.

  • ავოკადო;
  • კიტრი;
  • ისპანახი;
  • ბროკოლი;
  • სტაფილო;
  • კომბოსტო.

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, სწორედ კომბოსტოა ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნატურალური პროდუქტი, რომელიც ამარცხებს გულძმარვას.

როგორ გავთავისუფლდეთ საშინელი გულძმარვისგან სახლის პირობებში?
ინგრედიენტები:

  • 300-400 გრამი კომბოსტო
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • მწიკვი დაფქული შავი წიწაკა (გემოს გაუმჯობესების მიზნით)
  • მწიკვი დაფქული კვლიავი (გემოს გაუმჯობესების მიზნით)
  • ნახევარი ჩ.კ. ზღვის ან ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

მომზადების წესი:

  1. დაჭერით კომბოსტო რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად.
  2. ჩაყარეთ მინის ჭურჭელში დაჭრილი ბოსტნეული, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ.
  3. ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ სალათი 2 საათით, რათა ის მსუბუქად დამარინადდეს.

როგორ მივიღოთ? 

  1. გაყავით კერძი 2 თანაბარ ულუფად. პირველი ულუფა მიირთვით სადილის დროს, ხოლო მეორე ულუფა – ვახშმობისას.
  2. რაც შეიძლება კარგა დაღეჭეთ კომბოსტო, რათა თავიდან აირიდოთ გაზების ფორმირება. კვლიავი, რომელიც ჩვენი დღევანდელი რეცეპტის შემადგნელობაში შედის, თავიდან აგარიდებთ მეტეორიზმს.
  3. ყოველდღიურად ამ სალათის მირთმევიდან ხანმოკლე დროში გულძმარვა თქვენთვის სრულიად უცხო პრობლემა გახდება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia