როგორ მოვიქცეთ რომ თვალების გარშემო ნაოჭები მოვიცილოთ? ეს შესაძლებელია იაფი მეთოდებით სახლში

7767

როგორ მოვიქცეთ რომ თვალების გარშემო ნაოჭები მოვიცილოთ? ეს შესაძლებელია იაფი მეთოდებით სახლში

ამ სტატიაში გასწავლით მარტივ, ყველასთვის ხელმისაწვდომ  ბუნებრივ საშუალბებს, რომელთა წყალობით ეფექტურად მოიგვარებთ მოცემულ პრობლემას.

1. ყავის მარცვლები

ვის არ მოსწონს ყავის მარცვლების სურნელი? ყავა ფლობს კანისათვის სასარგებლო თვისებებს. მას აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, რომელსაც შეუძლია შეამციროს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული კანის დაზიანებები. ყავა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ წვრილი ხაზებისგან, ნაოჭებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას.

გამოიყენეთ წმინდად დაფქვილი ყავა და თავიდან აიცილეთ კანის დაზიანება.

თანაბარი რაოდენობით აიღეთ ყავისა და კაკაოს ფხვნილები, დაამატეთ ცოტა თაფლი ისე, რომ პასტისებური მასა მიიღოთ. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე, თვალების გარშემო ადგილებზე, ყელზე, დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

2. ქოქოსის ზეთი

გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი და დაიტენიანეთ კანი. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინსა და მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტებს. B ვიტამინით მდიდარი ქოქოსის ზეთი ნაოჭების გასაქრობად სასწაულებს ახდენს.

დაიტანეთ სახის კაზე მცირე რაოდენობის ზეთი და შეიზილეთ. თუ გსურთ, რომ ქოქოსის ზეთმა შეაღწიოს ფორებში აუცილებლად გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.

აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშისა და გვირილის ზეთები.

3. ზეითუნის ზეთი

E და K ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეითუნის ზეთი აფერხებს დაბერების პროცესს. მისი დახმარებით შეუნარჩუნებთ კანს ტენიანობას და გააჯერებთ მას საკვები ნივთიერებებით. დაიტანეთ სახის კანზე მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთი და 10 წუთის განმავლობაში მსუბუქი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი.

4. რძის ფხვნილი

რძის ფხვნილი შეიცავს რძემჟავას, რომელიც ბუნებრივი ალფა ჰიდროქსის მჟავაა. მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და კოლაგენის დონის მოსამატებლად იგი საუკეთესო საშუალებაა.

რძის ფხვნილის ბაზაზე მოამზადეთ ნიღაბი:

აიღეთ 1 ჩ. კ. რძის ფხვნილი და 1 ჩ. კ. თაფლი, აურიეთ და დაიტანეთ სახის კანზე. დაიტოვეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.

5. ბანანი

A, C და E ვიტამინებით მდიდარი ბანანი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. აუმჯობესებს მის სტრუქტურას და ანელებს დაბერების პროცესს.

ფრთხილად შეიზილეთ ბანანი თვალების გარშემო კანზე, დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ნუშის ან აბუსალათინის ზეთი. ბანანის რეგულარულად გამოყენება ამცირებს ქუთუთოების შეშუპებას.

6. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათისნის ზეთი ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას, აგრეთვე ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აბუსალათინის ზეთის ნცირე ნაწილი დაიტანეთ თვალების გარშემო კანზე და მსუბუქი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ და ზეთი სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით. ნიღაბი დილით ჩამოიბანეთ.

7. როზმარინი

ეს მცენარე დადებითად მოქმედებს კანზე. როზმარინი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ამცირებს შეშუპებას.

როზმარინის ფხვნილი დაამატეთ ქოქოსის ან ნუშის, ან აბუსალათინის ზეთს და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. რეკომენდებულია, როზმარინი დაამატოთ კვების რაციონს.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია - ეს უნდა იცოდეთ

frenis kompensacia
frenis kompensacia