თუ გსურთ თქვენმა თმამ ცვენა შეწყვოტოს, გამოიყენეთ ამ 1 ინგრედიენტით დამზადებული ნიღაბი.
თმის ცვენა (ალოპეცია) დღეს-დღეისობით აქტუალური საკითხია კაცებში, ქალებში და ასევე ბავშვებში. კაცობრიობის განვთარებასთან ერთად მისივე ინტერესები იცვლება.
ადრეულ პერიოდში თმის ცვენის პრობლემა სამედიცინო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა, ვინაიდან არსებობდა უფრო რთული და აქტუალური პრობლემები.
დღეს-დღეისობით პლასტიკური ქირურგიის განვითარებამ მიგვიყვანა ფაქტებამდე, რომ ადამიანებს აინტერესებთ როგორ გამოიყურებიან, არ აქვს მნიშვნელობა საკითხს, მთავარია მათი ინტერესები და მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს.
ბოლო 40 წელია (20 წელი საქართველოში), რაც ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა (მეტწილად მამაკაცებისთვის), თმის ცვენა, ყურადღების ცენტრში მოექცა.
ტექნელოგიურმა განვითარებამ, სამედიცინო კვლევებმა და სტატისტიკურმა ანალიზებმა უდიდესი ინფორმაცია მოგვაწოდა თმის ცვენასა და ამ პრობლემასთან გამკლავების გზებზე.
დღეს ვისაუბროთ ხალხურ რეცეფტზე, რომელიც წარმატებით აფერხებს ცვენას, ამასთან აჯანსაღებს თმის სრუქტურას და მატებს ბზინვარებას.
ნიღაბი მომზადებულია კვერცხის გულითა და კარტოფილის ნახარშით
მომზადების წესი:
მინის ჭურჭელში მოათავსეთ 2-3 ცალი კვერცხის გული (რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე) და ათქვიფეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი, ან ალოეს წვენი.
მიღებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და კარგად შეიზილეთ, შემდეგ გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ აბაზანის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 15 წუთი.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაივლეთ და კარგად შეიზილეთ კარტოფილის ნახარში. სამოქმედოდ დაიტოვეთ 3-5 წუთი. პროცედურის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
კარტოფილის ნახარშის მოსამზადებლად 4-5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გათალეთ, დაასხით 1 ლ წყალი და მოხარშეთ, გადაწურეთ და ნახარშიც მზად არის.
ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.