აი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლი ორჯერ. საჭირო ინფორმაციაა

1861

ბოლო დროს, პლასტმასის (პოლიეთილენის) ბოთლი აქსესუარად გადაიქცა. ჩვენ ვიცით, რომ წყალი ორგანიზმისთვის საჭიროა, და ამიტომ ბოთლი სულ თან დაგვაქვს, მაგრამ მკვლევრების თქმით ერთი და იგივე პლასტმასის ბოთლი რამდენიმეჯერ არ უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა.

პლასტმასის ბოთლი ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა. ბევრი მათ ცხელი წყლით რეცხავს. ეს დიდი შეცდომაა, რადგანაც მსგავსი ერთჯერადი ბოთლი პოლიეთილენის ტერეფტალატისგან მზადდება. ბოთლი მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს, ეს კი, წყალში მავნე ნივთიერებების მოხვედრას უწყობს ხელს, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა.

ასე რომ, უკეთესი იქნება თუ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ ბოთლს შეიძენთ, ხოლო პლასტმასის ბოთლს მხოლოდ ერთხელ გამოიყენებთ.

Facebook კომენტარები