მოამზადეთ ყავისგან ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს ღრმად გაწმენდს და ბზინვარებას მიანიჭებს
ყავა ფართო სპექტრის ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ანიჭებს სიგლუვეს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ადვილად აღწევს ღრმა წმენდას.
ზეითუნის ზეთი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს ელასტიურობას, ატენიანებს, არბილებს, აფერხებს დაბერების პროცესს.
ლიმონი (იგივე ეფექტი აქვს ფორთოხალის წვენს, ვაშლის, ატამის, გარგარის, კივის პიურეს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი) წმენდს კანს ზედმეტი ცხიმებისგან, რომლებიც იწვევს მუწუკების გაჩენას, ათეთრებს და მოგაშორებთ გამაღიზიანებელ პიგმენტურ ლაქებს.
სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ყავა 2 ს. კ., ზეითუნის ზეთი 1 ს. კ., ლიმონის წვენი 1 ს. კ., წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
1. აიღეთ მინის ჭურჭელი და მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
2. სკრაბის გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ, რათა ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები კანმა მარტივად შეიწოვოს.
3. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, ყელზე, მკერდის მიდამოებში, ხელებზე და წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ. დაიყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საპონი არ გამოიყენოთ. პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.
4. სკრაბი გამოიყენეთ საღამოს (განსაკუთრებით გაითვალისწინონ მათ, ვინც ლიმონს იყენებს).
5. შემოთავაზებული სკრაბით სახე გაიწმინდეთ კვირაში 2-ჯერ. იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.